ვისთანაც ამ მე-11 კლასელ, თავგზააბნეულ ბატს აგზავნიდნენ, ეს არის -
http://www.kvirispalitra.ge/public/32328-q...e-adamiani.html"უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა" - სალოსი ბერი თუ საზოგადოებისთვის სახიფათო აკვიატების მქონე ადამიანი
"უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა" - სალოსი ბერი თუ საზოგადოებისთვის სახიფათო აკვიატების მქონე ადამიანი
11-11-2016
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც თბილისის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობა სასულიერო პირებს მიმართავს და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება, ზესტაფონის ქუჩის მობინადრებს, რომელთა ინფორმაციითაც, ერთ-ერთ მაცხოვრებელს თავს დაესხა ნიკოლოზ (ნარიმან) მაკარაშვილი, რომელიც მათივე თქმით, სასულიერო პირობას იბრალებს და ადამიანებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ამონარიდი სოციალური ქსელით გავრცელებული წერილიდან, რომელიც "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა თეა პაიჭაძემ გაავრცელა:
"გთხოვთ ეს პოსტი გადაუგზავნოთ მოძღვრებს!
2016 წლის 19 ოქტომბერს ზესტაფონის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი მეზობლებს დაესხა თავს. ჯერ მიუტანა მათ წერილები, სადაც სთხოვდა საცხოვრებელი დაეტოვებინათ, რადგან 100 მილიონი ამერიკული დოლარის ვალის არ გადახდის გამო მათი საკუთრება უკვე მის მფლობელობაში გადავიდა, შემდეგ ერთ-ერთი მარტოდ მცხოვრები ქალბატონი ბინაში სცემა... ცოტა ხნის შემდეგ, ლიფტის კარები აჭედა ქსოვილებით, უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა თერთმეტი შვილის მამას, მის მეზობლად მცხოვრებ მამუკა რეხვიაშვილს. ამით არ დაკმაყოფილდა, დანითა და ხანჯლით შეიარაღებული მის მოსაკლავადაც გაიწია და პატრული რომ არ ყოფილიყო, რა შედეგი დადგებოდა არავინ უწყის. მისი განიარაღების დროს პატრულს უშვერი სიტყვებით აგინებდა "მდუმარებაში" მყოფი "წმინდა ბერი" და კვლავ ითხოვდა მეზობლებს ბინები დაეტოვებინათ და მისთვის დაეთმოთ.
მამუკა რეხვიაშვილი გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, დაადეს ნაკერები და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვებისა და მეთორმეტე ბავშვზე ფეხმძიმე ჩემი დის თვალწინ.
უნდა აღინიშნოს რომ ბერი ნიკოლოზი პერიოდულად წერს წერილებს, რომლებიც გამოკრულია სადარბაზოში. ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ მას აქვს აკვიატება, რომ თითქოს იგი საბანკო საქმიანობას აწარმოებს და ამის გამო სახელმწიფო ბანკმა მას გამოუცხადა ომი...
დაზარალებულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ე.წ. "მრევლი" რომელიც თვეების განმავლობაში დღე და ღამ იკრიბება სადარბაზოსა და ეზოში ამ კონფლიქტის დროს ნიკოლოზის მხარეს იჭერს და არცერთი არ ეცადა მის შეჩერებას, უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულებს დახშული აქვთ სულიერი თვალები და ვერ ხედავენ იმ "მადლს", რაც მათ მოევლინათ, რომ ნიკოლოზ-ნარიმანის საქციელი უნდა დაინახონ სხვა კუთხით. ასევე ისინი ხშირად ახსენებენ სალოს ანდრიას, რომელმაც მოკლა ბავშვი და შემდეგ გააცოცხლა და ამით მისგან განდევნა ბოროტება.
...ჩემი სიძის მოთხოვნაზე, გაესახლებინათ ეს საშიში ადამიანი მათი კორპუსიდან, პატრულის პასუხი იყო, რომ იგი ბერია და ამიტომ ერიდებიან ამ საქმეში ჩარევას. გაქირავებული ბინის მეპატრონემ უარი თქვა მის გასახლებაზე, კარგი შემოსავლის დაკარგვის გამო..." - წერია მიმართვაში.
"კვირის პალიტრა" დაზარალებულ მამუკა რეხვიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ როგორც მისმა ახლობლებმა გვითხრეს, ის ახლახან გამოწერეს ღუდუშაურის კლინიკიდან და ამ ეტაპაზე თავს შეუძლოდ გრძნობს.
საქართველოს საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება. მას უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: "მხსნელი", "გადამრჩენელი" და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება", – ნათქვამია