არ ვიცი ამაზე თუ იყო თემა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
თბილისი (BPI) – 2016 წლის ბიუჯეტში გრანტების და საგარეო სესხების გეგმა ჩავარდა – 10 თვეში ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მხოლოდ 1,5%-ია მიღებული
2016 წლის ბიუჯეტში საგარეო წყაროებიდან მოსაზიდ სესხების და გრანტების შესრულების გეგმა ძალიან შორსაა იდეალურისგან. სახელმწიფო ხაზინამ 2016 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გეგმის შესრულება სავარაუდოდ წლის ბოლოსთვისაც ჩავარდება.
http://bpi.ge/index.php/2016-wlis-biujetsh...gegma-chavarda/შესაბამისად, ხდება უფრო მეტი ვალის აღება.
გრანტების ვერ მიღებას რაც შეეხება, სავალუტო ფონდთან კონფლიქტს უკავშირებენ, იმის გამო რაც ქადაგიშვილთან დაკავშირებით ქნეს, ეკონომიკას რევსო და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის შეზღუდვაში გამოიხატა. მეჭიაური რომ აცხადებდა, ნომინალური იქნება ეს ფუნქცია ბანკის პრეზიდენტისთვისო.