თბილისში მომხდარი სკანდალური მკვლელობიდან თითქმის სამი კვირა გავიდა. „კვირა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ, იმ ორი ბრალდებულის დედებთან ინტერვიუს, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ დაანაწევრეს და ცხედარი დაწვეს.
მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ბექა შენგელიას დედა „კვირასთან“ აცხადებს, რომ მის შვილს ირმა ყოჩიაშვილი არასდროს უყვარდა და “ამბობს, რომ ბექა არასრულწლოვან ნინასთან უფრო მეგობრობდა და მას თავადაც იცნობდა.
ირმა გ-ი „კვირასთან“ აცხადებს, რომ მას შვილის ცხოვრების სტილიც არ მოსწონდა.15033768_1288320067857150_715568064_n
„ჩემი შვილი დამნაშავეა. თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. რაც გამოძიებამ უკვე დადო და ნათქვამია, აქედან გამომდინარე, ჩემი შვილი დამნაშავეა. მისი მეგობრებიდან მხოლოდ ნინას ვიცნობდი.
ჩემს შვილს ხშირად ვხედავდი ნინასთან, მეც გამაცნო. გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, რა გითხრათ. იმდენ რამეს წერენ, ტყუილია, ჩემს შვილს ირმა არ ჰყვარებია. ტყუილია, მას ირმა არ უყვარდა.
სასამართლო დაადგენს ყველაფერს. არაფრის თავი აღარ მაქვს. ჩემი შვილის ცხოვრების წესიც არ მომწონდა და ხშირად ვკამათობდით,“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ბრალდებულის დედა
ირმა გ-ი, რომელიც პროფესიით სტილისტია.
„კვირას“ ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, დედის პროფესია გააგრძელა. იგი სტილისტის პროფესიას დაეუფლა და მუშაობდა კიდეც.
არსებული ინფორმაციით, ბექა შენგელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დაახლოებით 2 წლის წინ დატოვა.
„კვირას“ ინფორმაციით, შენგელიამ სასჯელი მოიხადა, რის შემდეგაც მოხდა მისი გათავისუფლება საპატიმროდან.
ბრალდებულ ბექა შენგელიას დედა მომხდარით შოკირებულია და „კვირას“ დანარჩენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებითაც, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა, თუმცა “კვირას” ეს ინფორმაცია, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ დაუდასტურეს.
http://kvira.ge/293550
მიმაგრებული სურათი