#49259653 · 13 Nov 2016, 18:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვარ 21 წლის, უაღრესად პატიოსანი წარსულისა და აწმყოს მფლობელი, იალბუზივით სპეტაკი და გოროზი სულის პატრონი, დედის ორა, ყველაფრით უზრუნველყოფილი, წმინდა ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ვაჟიშვილი, დამღუპა მორიდებულმა ხასიათმა, ვერავის გავუბედე სიყვარულის ახსნა, დღეს, ეს ჯანღონითა და სიცოცხლით აღსავსე ვაჟიშვილი, მარტოობის ცრემლებს ვღვრი. მანდილოსნებო! დამაჯერეთ, რომ არ გამქრალა თქვენი ცეცხლოვანი ტემპერამენტი, გამომეხმაურეთ არ ინანებთ, ერთად შთავინთქმებით ვულკანივით მჩქეფარე, მხურვალე, ამაღელვებელ, ნაგუბარ სიყვარულის მორევში. ერთად ჩამოვკრათ სიყვარულის სანუკვარი სიმები. ჩემი ჰობია ჭოკზე ხტომა და მატყლის გაჩეჩვა. გელოდებით დაპოსტვიდან მეორე დღეს 6სთ-ზე, სამგორის მეტროსთან, ფანდრუით ხელში...
|