შოტლანდია - საქართველო
26/11/2016 - შაბათი 18:30
კილმარნოკი (Rugby Park)
ემბლემა/თიკუნი: Thistle (მოსარეველო იისფერ ბუსუსებიანი ყვავილი - national flower of Scotland)
ჰიმნი: "Flower of Scotland"
საშინაო არენა: მარიფილდი (Murrayfield Stadium – 67,144 sts)
ლეგენდა: კრის პეტერსონი
მთავარი მწვრთნელი: ვერნ კოტერი
კაპიტანი: გრეიგ ლეიდლოუ
ისტორიის მანძლზე მსოფლიო რაგბის რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია: # 6, ყველაზე დაბალი პოზიცია: 12;
შოტლანდიური რაგბის ისტორია 1870 წლის დეკემბრიდან იწერება...
1871 წლის მარტს უკვე პირველ საერთაშორისო მატჩში მეზობელ ინგლისლეებს, მოკრძალებული ანგარიშით 1:0 ამარცხებენ...
1882 წლიდან 1907 წლამდე შოტლანდიაში გაჩნდა შიდა პირველობა, ჩაებნენ სამი ერის თასზე (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია), აღნიშნული ტურნირი ამავე წლებში უელსის დამატებით გაფართოვდა...
პირველიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში შოტლანდიელებმა იზეიმეს გამარჯვებები:
25-4 ფრანგებთან, 24-12 უელსთან, 14-8 ირლანდიასთან, 14-11 ინგლისთან/...
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ვიდრე 1987 წლამდე) შოტლანდიური რაგბის საზღვრები ბრიტანეთს გაცდა...
შოტლანდიას გააჩნია შიდა პირველობა (BT premiership და RBS national league), ხოლო ელიტარული შოტლანდიური კლუბები (გლაზგო უორიორსი და ედინბურგი) მონაწილეობენ „კელტთა ლიგაში“ (პრო 12) ბრიტანულ და იტალიურ კლუბებთან ერთად.
შოტლანდია მსოფლიო თასების უცვლელი მონაწილეა:
1987 წელს - ამარცხებს რა რუმინეთსა და ზიმბაბვეს და ფრედ თამაშობს ფრანგებთან იკავებს ჯგუფში მე-2 ადგილს. მეოთხედ ფინალში კი მომავალ მსოფლიო ჩემპიონ, ახალ ზელანდიასთან 3:30 მარცხდება.
1991 წელს - ჯგუში ამარცხებს ირლანდიას, იაპონიას და ზიმბაბვეს და პლეიოფში პირველი ადგილით გადის, სადაც სამოას 28:6 ამარცხებს და უკვე ნახევარ ფინალში მარცხება 6:9 ინგლისთან.
1995 წელს - ჯგუფში ამარცხებს კოტდიუვარს და ტონგას, ხოლო ფრანგებთან მხოლოდ 3 ქულით მარცხდებიან, პლეიოფში მეორე ადგილი გავიდნენ, სადაც მომავალ ფინალისტ ზელანდიასთან 30:48 დათმეს შეხვედრა.
1999 წელს - ამარცხებენ რა ურუგვაის და ესპანეთს, თუმცა მარცხდებიან სამხრეთ აფრიკასტან, კვლავ მეორე ადგილით გავიდნენ პლეიოფში, სადაც კარგად ნაცნობი მეტოქე ზელანდია 30:18 ამარცხებს სქოტებს.
2003 წელს - ჯგუფში ნადგურდებიან ფრანგებთან, მარგამ უგებენ იაპონიის, აშშ-ს და ფიჯის (სულ რაღაც ორი ქულით) ნაკრებ გუნდებს და კვლავ მეორე ადგილით გადიან პლეიოფში, სადაც ამჯერად ავსტრალიასთან მარცხდებიან 16:33.
2007 წელს - შოტლანდიამ ჯგუფში პირველობა ზელანდიას დაუთმო განადგურდა რა 0:40, თუმცა იტალიის (მხოლოდ 2 ქულით), რუმინეთისა და პორტუგალიის ძლევით და მეორე ადგილით გააღწია პლეიოფში, სადაც არგენტინასთან 13:19 დამარცდა.
2011 წელს - შოტლანდია პირველად დარჩა ჯგუფში - მესამე ადგილის დაიკავებით: დამარცხდა რა ერთი ქულით არგენტინასთან და ოთხი ქულით ინგლისთან, თუმცა ასევე მცირე სხვაობებით იმარჯვა რუმინეთთან 34:24 და ბორჯღალოსნებთან 15:6.
2015 წელს - შოტლანდიამ სამხრეთ აფრიკასა და იაპონასთან ერთად ჯგუფში 3-3 თამაში მოიგეს და თითო წააგეს (შოტლანდია 16:34 დამარცხდა აფრიკასთან), მარგამ მეორე ადგილი მაინც დაიკავა დაამარცხა რა იაპონიის, სამოას (სამი ქულის სხვაობით) და აშშ-ს ნაკრები გუნდები. პლეიოფში კი ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან თუმცა ავსტრალიის დასამარცხებლად ცოტა დააკლდათ 34:35 ვოლაბების სასარგებლოდ.
2000 წლიდან დღემდე შოტლანდია მონაწილეობს ექვსი ერის თასი/ტურნირში, რომლის წინამორბედიც იტალიის დამატებამდე იყო ხუთი ერის თასი/ტურნირი... (ევროპის „უფროსი“ ერთა თასი).
(ევროპის „უფროსი“ ერთა თასი შოტლანდიამ მოიგო: 1889, 1891, 1895, 1901, 1903, 1904, 1907, 1925, 1929, 1933, 1938, 1984. 1990, 1999 წელს.
უკვე ექვი ერი შოტლანდიას ჯერ არ მოუგია, თუმცა ბოლო ადგილოსნისთვის განკუთვნილი „ხის კოვზი“ ოთხჯერ ირგუნა.
ამჯერად რეიტინგში სქოტებს მე-8 ადგილი უკავიათ.
ე.წ. tier 2 დონის ქვეყნებიდან სხვადასხვა დროს შოტლანდია გაუმარცხებიათ:
რუმინეთს, ფიჯის, სამოას, კანადას, ტონგას, იტიალიას *** ...
ერთადერთი გუნდი ვინც შოტლანდილეებს ჯერ ვერ დაუმარცხებიათ ახალი ზელანდიის ნაკრებია. „ზედა ეშელეონის“ სხვა ყველა ნაკრებთან აქვთ მოგებები, თუმცა უფრო უარყოფითი ბალანსი.
დღემდე ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე/თასზე გადაიკვეთა ჩვენი გზები (ეროვნული ნაკრებების დონეზე) და ჯგუფურ სტადიაზე 15:9 დავმარცხდით, მატჩმა ლელოების გარეშე ჩაიარა.
რა იქნება 26_ში, კილმარნოკში?..
P.S.
დინამოზე მაინც იყოს…
პპს
ფარზე "ბებიამისი" დედოფალი დადონ...

სქოტების დანარჩენი წლევანდელი ტესტები
12/11/2016 -ში
შოტლანდია - ავსტრალია
19/11/2016 -ში
შოტლანდია - არგენტინა
* * *
ვაიდა სასარგებლო ბმული
https://www.eticketing.co.uk/scottishrugby/...px?itemref=4959http://www.scottishrugby.org/2016-autumn-tests-georgiahttp://www.scottishrugby.org/scotlandteamამ ეტაპზე...
This post has been edited by GiorgiG83 on 19 Oct 2016, 14:20