ჯერ ნორმალური მანქანები, მერე კი ევრო ნაგვის ყუთებს და ევრობუნკერებს მოითხოვთ.
ეგრე სადაა ძმაო.
გინდათ ბუნკერები საცხოვრებელი კორპუსის წინ? რადც ზემოთაა, სამი იმდენი ქვემოთაა. მაცხოვრებლებს ევალდებულებათ საკუთარი ნაგვის დაფასოება სახეობების მიხედვით და ისე გადაყრა. ერთ ნაგვის ყუთს ვერ ვატევ სახლში და ახლა სამი ნაგვის ყუთი დამადგმევინეთ. არა ძმაო, დედა რუსეთი ჯობია. მაგრამ ფანჯრებიდან ნაგავს იქაც არ ისვრიან.


ნახეთ, სადღაც სკვერში, როგორი ბუნკერი დგას. თავიდან გასართობი სახლი მეგონა ბავშვებისათვის. ასე გაწმენდა-გასუფთავება მერიას ხარჯებს გაუზრდის და ისევ ჩვენ დაგვაწვება კისერზე.

ახლა ამ საცოდაობას შეხედეთ რა. მზის ენერგიაზე მომუშავე ნაგვის ყუთი. რისთვის უნდა ნაგვის ყუთს ენერგია? თურმე ნუ იტყვი და პიდარასტი ევროპელები ნაგავს ყუთშივე პრესავენ, უფრო მეტი ნაგავი რომ ჩაეტიოს და სანაგვე მანქანაც უფრო იშვიათად მოვიდეს. მე კი მგონია, რომ შიგ ცოცხალ კატებს ყრიან იქაური ზოოფილები დაპრესილ კაატს როგორღა დაიცავენ.



აბა ამას შეხედე. მიუკრიათ ბოძზე, ვითომ გუგულის ბუდეაო. მეთქი ჩიტს დავიჭერ მეთქი, ხელი შევყავი და პატარა ბოთლები და ქაღალდის ჭუჭყიანი ხელსახოცები დამხვდა. ხელები ხომ უნდა დამებანა. მივიხედ-მოვიხედე და შორიახლოს ტუალეტი დავინახე.

აი ეს ტუალეტი. მეთქი ვინმე დეიდა იქნება შესასვლელში, დავებაზრები, ფული არ მაქვს და მაგრად მიჭირს მეთქი. მივედი და დეიდა არა ჩემი ყ#ლე. რაც მე იმ ტუალეტს ვუარე გარშემო ამირანივით და წიხლებიც ვურახუნე. შენც არ მომიკვდე. სანამ 20 ევროცენტიანი არ ჩავაგდე მითითებულ ჭრილში, მანამდე კარი არ გაიღო. ყველაფერში ფულს როგორ აკეთებენ ეგ ბოზები.

ბოლოს ძლივს ერთი ნორმალური სანაგვე ვნახე ამხელა ევროპაში. სიგარეტის ნამწვი შორიდან ვესროლე. სულ ცოტათი ავაცილე. მერე ჭრილში თუ შევაფურთხებ მეთქი. კი გავარტყი, მაგრამ ცოტათი მაინც ჩამოეწუწა. მერე ვიღაც ყვითელქუდიანი გამომკიდა და ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას მიყვიროდა. ნამდვილად ფურთხებაში უნდოდა გაჯიბრება. მაგრამ მე უზრდელი კი არ ვარ, მაზიანზე ვაფურთხო მიზანში და გავეცალე. კიდევ შორს მესმოდა მისი ყვირილი "შვანი, შვანი, - ფახი, ფახიო. ალბათ ჩემსავით ეგეც შარშან იყო სვანეთში და იქიდან მიცნო.

ცოტა ხანი რომ ვირბინე, ფილტვები ყელში მომაწვა. ვიფიქრე, კაფეში დავჯდები, გავაბოლებ მეთქი. არ შემიშვეს სიგარეტით და ქუჩაში დამსვეს. თან ტვავილების ამოტრიალებული ქოთანი დამიდგეს და მკაცრად გამაფრთხილეს, მცირე ფერფლიც რომ წაგართვას ქარმა, 500 ევროიანი ჯარიმა ზედ გაქვსო. რაღას ვიზამდი. ეგეც ხეირი იყო იმათგან.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 14 Nov 2016, 20:12
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”