ძალიან მომრავლდა ყვითელი ვებ-გვერდები სადაც ბევრი უზუსტობაა გადმოთარგმნილი და უამრავ სისულელეს წერენ იმისთვის რომ თავიანთ საიტზე შეგიყვანონ, ნახვები მოემატოს, ქლიქები და შემთხვევით რეკლამასაც თუ დაგაჭერინებენ ხომ საერთოდ .
მე არვიცი ეს კონტენტ-მარკეტინგია თუ რა ჯანდაბაა. არსებობს ზოგადი ინტერესის ფიშკები რომლებიც გათვლილია ყველაზე განურჩევლად სქესისა, ასაკისა და პროფესიისა. და არის ისეთებიც რომლებსაც მორგებული აქვთ ყველა სფერო და ნიშა, მათ შორის კულინარიაც.
ყველამ ვიცით რომ ნეგატიური ინფორმაცია უფრო საინტერესოა ვიდრე პოზიტიური. ხოდა ეს ოქროს წესი ამ სფეროშიც იგივეა.
ეს იმას იწვევს,ის ამას იწვევს, ესენი კიბოს კურნავენ ისინი კიბოს არჩენენ... სტატიები,საიტები ,ბლოგები ერთმანეთში გადაზელილი და ვისი ვისაშია ვერ გაიგებ.
########### მოკლედ ხოდა ეხლა რატომ ვხსნი ამ თემას, მინდა რომ იყოს ბაზა ასეთი არასანდო საიტებისა და შემდეგში აღარ მომიწევს ინფორმაციის გადამოწმება და დროის დაკარგვა. მეორე მხრივ ავტორები უფრო დაკვირვებით გადათარგმნიან მასალებს რაღაც რუსული ყელგაჯვობებიდან.
ნიორის უზმოზე მიღებაზე მაინტერესებდა და დავსერჩე
ეხა ნახეთ,ერთი და იგივე საიტი ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით.
http://lady.mcvane.ge/main/rchevebi/sxvada...bi/23835--.html მავნეა
http://lady.mcvane.ge/main/rchevebi/26307--.html სასარგებლოა
როგორ გავიგო ეხლა იბიომაწ? დარწმუნებული ვარ ბევრი ავტორი და ადმინი შემოდის ამ ფორუმზე და იმედია გამცემენ პასუხს, მაგალითად კითხვა მაქვს gemrelia.ge დარჩა დედამიწაზე ისეთი პროდუქტი რომელიც
ვერ კურნავს კიბოს?