მეგობრებო!
ჩვენს ფორუმზე პოსტავს არაჩვეულებრივი გოგონა - nino877, რომელიც წარმატებით ებრძვის ონკოდაავადებას უკვე რამდენიმე წელია
ფორუმელთა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ყოველივე ეს ახალი არაა, განსაკუთრებით კი მათთვის,ვინც ხშირად სტუმრობს ჯანმედის განყოფილებას

ხოლო ვინც არ იცოდა ამის შესახებ, თემიდან შეიტყობს და დარწმუნებული ვარ, უკან არ დაიხევს მაშინ, როცა ახალგაზრდა ადამიანს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება
პირველ რიგში , მინდა მხნეობა და გამოჯანმრთელება ვუსურვო !
ყველას გვჯერა, რომ მისი სიხალისე, ახალგაზრდული შემართება და ორგანიზმი დაძლევს ავადმყოფობას
მანამდე კი მკურნალობისთვის არცთუ ძალიან დიდი თანხა - 4000 დოლარი სჭირდება.
ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა ოდენობის თანხა მიდიოდა მის წამალსა და მკურნალობაში და გასაკვირი არაა, რომ ამდენ ხარჯს ვეღარ გასწვდა მისი ფინანსები. იმდენი უნდა მკურნალობას, რომ გინდაც ეკონომიურად მყარად იდგე ფეხზე, მაინც უზომოდ ჭირს
ეტყობა, რომ ძალიან მორიდებული ადამიანია და ამიტომ ურჩევნია , ეს თანხა თავად გამოიმუშაოს როგორმე, გახსნა თემა, რომ შეუძლია სახლის საქმეებში მიხმარება , რათა მოაგროვოს თანხა
დასუფთავებანუ მივცემთ თავს უფლებას, დაველოდოთ, როდის მოაგროვებს ის ამგვარი ფიზიკური დატვირთვით წამლის ფულს
ამიტომ , ჩვენ, ისე რომ არც შევთანხმებივართ, გადავწყვიტეთ ეს თემა გაგვეხსნა
იმედია, სწორად გაგვიგებს
მშობელთა კლუბს დიდი გამოცდილება აქვს კეთილი საქმის კეთებაში, რასაც დიდი ხანია სათავეში უდგას ჩვენი მოდერი -ხათუნა ( agr-bak) ასევე მეორე მოდერი- ნათია (natia m77)
ასე რომ, პირობას ვდებთ, რომ თითოეული თეთრი მივა ადრესატამდე და მოხმარდება მის ჯანმრთელობას
ნუ დავიზარებთ და ნუ დაგვავიწყდება, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენ დაგვჭირდეს დახმარება ( ღმერთმა ყველას მოგვცეს მშვიდობა და ჯანმრთელობა)
ესაა ანგარიშის ნომრები:
ექსპრესფეის ანგარიშიდან, პირად ანგარიშზე თანხის შეტანა
პირადი ნომერი 01027027039
მიმღები ნინო გუგეშაშვილი
ინტერნეტ ან მობაილბანკინგით , ასევე ბანკის ფილიალებიდან ჩარიცხვისთვის
საქართველოს ბანკი
BAGAGE22
მიმღები ნინო გუგეშაშვილი
ა/ა GE86BG0000000242591800
მიმღებია ჩვენი თანაფორუმელი, მშობელთა კლუბის წევრი-გარფილდი
დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილად არ აუვლით გვერდს ამ თემას
პატივისცემით - მშობელთა კლუბის გოგოები )
This post has been edited by natia_m77 on 16 Jul 2014, 00:09
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno