#49327435 · 23 Nov 2016, 00:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
მოკლედ აგიხსნით ეხლა ჩემ სიტუაციას. დღეს საღამოს თიბისი ბანკიდან მირეკავს საკრედიტო ოფიცერი და მთავაზობს რომ თუ სხვა ბანკიდან გადმოვიტან ჩემ სამომხმარებლო სესხს მაშინ გასაოცარ პირობებს შემომთავაზებს და ასე შემდეგ...
უცნაური კი ის არის რომ მართლაც მაქვს სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში და ეს იცოდა თიბისი ბანკის კრედიტ ოფიცერმა, სწორედ მაგიტომ მირეკავდა და როცა ვიუარე, რა იცით რომ სესხი მაქვს სადმე მეთქი, გამომიტყდა, იმიტომ დამირეკა რომ ზუსტად იცოდა მე სესხი მქონდა თუ არა.
იმ სესხის ხელშეკრულება აღარც მახსოვს სად არის და იურისტებთან მაინტერესებს, აქვს თუ არა ბანკს უფლება ჩემი პირადი მონაცემები, სახელი-გვარი, პირადი ნომერი და სასესხო ვალდებულება გადასცეს მესამე პირს?
რა უფლება აქვს თიბისი ბანკს რომ გაიგოს ჩემი ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია ჩემს დაუკითხავად?
--------------------
იარე ნელა!!!!!!
|