#49298370 · 18 Nov 2016, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ერთი რამ მაინტერესებს განათლების სისტემაში ჩახედული ადამიანებისგან. მოკლედ, ვარ სამედიცინო ფაკულტეტზე, ჩვეულებრივ, ქართულ სექტორზე, გამოცდა ყოველი კურაციის (საგნის) დამთავრების მერე არის საგამოცდო ცენტრში, სადაც ნაწერი ილუქება, იგზავნება ლექტორთან სწორდება, იხსნება და მერე ქულები აგვესახება ბაზაში. ბოლო 2 გამოცდა ვწერე ინგლისურ ენაზე. დეკანატში რომ ვიკითხე, რომ თუ მქონდა უფლება, გამოცდა ინგლისურ ენაზე მეწერა, მითხრეს, რომ არანაირი პროლემა არ არის, ოღონდ ამის წინააღმდეგი მთავარია ლექტორი (ვინც ასწორებს დალუქულ ნაწერებს) არ იყოსო. საგამოცდო ცენტრიც არ ქმნის პრობლემას. მეც თავისუფლად დავწერე ინგლისურად გამოცდა და მივიღე კიდევაც 40-დან 40. ახლა მეორე გამოცდის პასუხს ველოდები. თუმცა დამიბარა დეკანის მოადგილემ. მე ეს გავაკეთე გამიმდინარე იქედან, რომ არც დეკანატი ქმნიდა პრობლემას, არც ლექტორი და არც ცენტრი, თან იმ ფონზე, როცა სხვა კურსელები რუსულად წერენ გამოცდას. ანუ რუსულად შეიძლება ქართულ სექტორზე წერა და ინგლისურად არა? როცა რუსული სექტორი საერთოდ არ გვაქვს, ინგლისური კიდე არის. ბავშვებმა მითხრეს, რომ ამაში შეიძლება იკვეთებოდეს ლექტორის (გამსწორებლის) ინფორმირება შენს შესახებო. ლექტორმა ნამდვილად არ იცოდა ვის ნაწერს ასწორებდა ინგლისურად და არც ახლა იცის. მაინტერესებს, აქვთ თუ არა უფლება, გამიუქმონ უმაღლესი ქულით შეფასებული ან თუნდაც ჯერ შეუფასებელი ნაშრომი მხოლოდ იმის გამო, რომ წერია ინგლისურად? მაქვს თუ არა უფლება, მივუთითო შერჩევით სამართალზე და გავაპროტესტო, რომ თუ სხვას ეძლევა რუსულად წერის უფლება (როცა მშვენირად ფლობენ ქრთულს და ქართველები არიან), რატომ არ მომეცემა მე? მაშინ 6 წლის განმავლობაში დაწერილი ყველა ნაშრომი გაუუქმონ იმასაც. რუსულიც უცხო ენაა და ინგლისურიც. მადლობ
|