Kaccess
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 224855
რეგისტრ.: 11-October 16
|
#49281811 · 16 Nov 2016, 17:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქმნება შთაბეჭდილება, რომ სფფ ვერ უძლებს უნიჭო,ჭორიკანა ჟურნალისტების ზეწოლას და გეგმა ,,ბ"-ს ამუშავების პროცესშია , რაც შეიძლება გამოიხატოს ფინკეს საქართველოში ვიზიტით ან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის გია გეგუჩაძის დაწინაურებით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩემ ეჭვს, რომ ვლადიმერ ვაისის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა არა სფფ-ის მენეჯმენტის სწორი მუშაობის, სელექციის შედეგია, არამედ გაუმართლათ და ნაკრების სათავეში გამართლების წყალობით აღმოჩნდა მაღალკვალიფიციური მწვრთნელი. როცა სწორად მუშაობ დაბალკვალიფიცირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის ფრე მისივე დონის ან ოდნავ უარეს ნაკრებთან არ უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების წინაპირობა, ყაზახური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვლადიმერ ვაისი ხელფასი 20 000 აშშ დოლარია, ასევე ფედერაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი გამოცემა თუ პიროვნებები წერენ რომ ამ 20 000 დოლარს ახლავს ქართული რეალობითაც კი სრულიად ადეკვატური საპრიზო ფონდი , ისმის კითხვა როცა გყავს ვაისი და არ შეგიძლია მისი შენარჩუნება და ნაკრების პირველივე ფეხისდაცდენაზე ფიქრობ მის ალტერნატივებზე, საერთო რა შეგიძლია მაშინ ??? ზემოთ ხშირად ვახსენე ვაისის მაღალი კვალიფიკიაცია და ვეცდები უფრო ჩავუღრმავდე მის მიღწევებს საქართველოს ნაკრებამდე და იმ პერიდსაც რათქმაუნდა რაც სლოვაკი სპეციალისტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს , ვლადიმერ ვაისის კარიერის მთავარი მიღწევა ეჭვგარეშეა, რომ მისი გაწვრთნილი სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდს უკავშირდება, 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვაკეთის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა ეროვნული ნაკრები. არამარტო ფიანლურ ეტაპზე ,ჯგუფური ეტაპიც კი გადალახა და ჯგუფში გადამწყვეტი მატჩი იტალიის ნაკრებს მოუგო , ჯგუფში ჩატოვა. 1/8 ფინალში კი მომავალ ფინალისტს ჰოლანდიის ნაკრებს თანაბრად ეთამაშა. ამ ყველაფრის წინაპირობა კი 2010 წლის მსოფლისო ჩემპიონატის შესარჩევი კამპანია იყო სადაც სლოვაკეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პოლონეთის,ჩეხეთის,ჩრ ირლანდიის და სლოვენიის ნაკრებები უკან მოიტოვა, 10 გამართულ მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზემოთ ნახსენებ შესასრჩევი ჯგუფის მატჩებში სლოვაკეთის საშინაო მატჩები არცთუ წარმატებული იყო , მიუხედავად შინ დაკარგული ქულებისა სლოვაკეთის ნაკრებმა მაინც პირველი ადგილი დაიკავა და მისთვის ყველაზე პრინციპული მატჩი, რომელში გამარჯვებამაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუპოვა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად პოლონეთის ნაკრები დაამარცხა ( საქართველო-მოლდავეთის მატჩის შემდეგ მოსაზრებები რომ ვაისს არ შეუძლია საქართველოს ,,მოსაგები“ თამაშების მოგება ასწავლოს ), პირად ჩემი მოსაზრებაა რომ მის საკლუბო კარიერა ნაკლებად შთამბეჭდავი არაა, 2005-2006 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მის გწვრთნილ არტმედიას სასწაულამდე ცოტაა დააკლდა . მცირე სასწაული კი ნამდვილად იყო , როცა მოკრძალებულმა სლოვაკურმა კლუბმა არტმედიამ რომლის ბიუჯეტი ალბათ სასაცილოც კი იყო ევროპული მაშტაბით , ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშა საკვალიფიკაციო ეტაპიდან კაირათი, სელტიკი ,პარტიზანი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა სადაც ინტერი,პორტუ, რეინჯერსის ჯგუფში ეს უკანასკენლი ბოლო ადგილზე ჩატოვა , 1/8 ფინალში გასასვლელად კი მხოლოდ ქულა დააკლდა და ორი მატჩი მხოლოდ მილანის ინტერთან წააგო, 2011-2012 წლებში კი კიდევ უფრო ,,სასაცილო“ შესაძლებლობის სლოვანით , უეფას თასის პლეიოფში რომა გამოთიშა და ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, მრავლის მეტყველი ფაქტებია და ვაისის კვალიფიკაციის დონის განსასაზღვრათ გამოდგება , რაც შეეხება მის საქრთველოს ნაკრებში მოღვაწეობას , ყველამ ვნახეთ ის მატჩები რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა და ბრმა უნდა იყო ადამიანი რომ ვერ დაინახო თუ ,როგორ უმატებს გუნდი თამაშიდან-თამაშამდე ,მოლდავეთთან ,,წაფორხილება“ კი იმ პროცესის ნაწილია რასაც გუნდის კეთება ქვია, მართალია არასიასომვნო და გულდასაწყვეტია რაც 12 ნოემბერს დინამო-არენაზე მოხდა, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გამოიჩინოს გონიერება და მომავლის განჭვრეტის უნარი ასევე ელემენტარული გადამოწმება საფეხბურთო ბაზრის ,რომ ვაისზე უკეთეს სპეციალისტს ვერც 20 ათასად და ვერც 120 ათასად ვერ მონახავს , ფოლკერ ფინკე ქართული ფეხბურთის წინაშე დამსახურებებისთვის მადლობით გააცილოს , გია გეგუჩაძეს კი მშვიდად მუშაობის საშუალება მისცეს.
This post has been edited by Kaccess on 16 Nov 2016, 17:32
|