დიდი ხანია აქ თემა არ გამიხსნია და იმედია მიცოცხლებთ ცოტა ხანი.
რა მინდა რაზე გაწუხებთ ახლა. ნუ საყოველთაოს პრობლემები რომ ცნობილზე ცნობილია ეგ არაა საკამათო. მაგრამ ახლა მინდა დავწერო კერძო დაზღვევებზე. მე პირადად ქართუს დაზღვევა მაქვს. შემიძლია ვთქვა რომ ანაზღაურებების მხრივ არ ვარ უკმაყოფილო, თუ რამე წამალი დამჭირვებია, მთავარია მაგათ ბაზაში იჯდეს ის წამალი, უპრობლემოდ მინაზღაურებენ ხოლმე.
მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მათ საექიმო პერსონალზე. ჯერ შარშან მქონდა მაგათთან პრობლემები, ღორის გრიპი გადავიტანე და მაგრად მივსუსტდი, პატივი მცეს და ბიულეტინი გამომიწერეს. მაგრამ ამ დასუსტებულზე კიდევ სხვა ვირუსი ავიკიდე ცოტა ხანშივე, გამოძახება არ გავაკეთე, ჩემით მივედი კლინიკაში. ხო და იქაურმა ექიმმა ლამის სიმულიანტი მეძახა, მიუხედავად იმისა რომ 37.2 ხაზი სიცხე მქონდა, რო იტყვიან სამადლოდ გამომიწერა ბიულეტინი, წამლები საერთოდ არაფერი დამინიშნა, ისევ ჩემთვითOნ ვიმკურნალე მაშინ. არა და წესით ამხელა ვირუსის გადატანის მერე სულ მცირე კვლევასავეთ მაინც ხო უნდა დაენიშნა ექიმს? სისიხლი, შარდი მაინც არა? ისევ მოვიდა პაციენტი ბოლო ბიულეტინის დახურვიდან 1 კვირაში სიცხით და ჩივილებით. მაგრად უგულისყუროდ აგდებით და დამცინავად მომიდგა ის ქალი, დოლიძე იყო გვარად. კაი ის ამბები გადავხარშე რაღაცნაირად. მაგრამ ახლა ისევ გავხდი ავად სამწუხაროდ. რაღაც ვირუსი შემხვდა დეკემბრის ბოლოს, რომელმაც დამანგრია საბოლოოდ, მოკლედ შედეგები ისეთი მივიღე რომ წნევები მაწუხებს პლიუს კუჭის პრობლემები დამეწყო. ნუ ახლა ფულს ვიხდი მაგ ქართუში, იასნია ჩავეწერე მანდ კონსულტაციაზე. სხვა ექიმთან. თან სამსახური მიცდება, იმედი მაქვ ბიულეტინს დამიწერს რომ ავად ვარ. ძლივს დავდივარ, მაგრამ..
შენც არ მომიკვდე, იგივე სიტუაცია, ისევ აგდებული ქცევა ზერელედ მიდგომა პაციენტისადმი. არც რამე ანალიზი დამინიშნეს ხეირიანი არც არაფერი. კუჭიო ქრონიკულში გაქვს და მთელიცხოვრება მოგიწევს დიეტაზე ყოფნაო, მკურნალობაც არ უნდაო. ეგ წნევებიც მაგის ბრალია იმედია და თუ დიეტაზე იჯდები იქნებ გამოკეთდეო აეთი პასუხით გამომიშვა.
ის დღე გაცდენაში ჩამეთვალა, მეორე დღეს იძUლებული წამოვფოფხდი სამსახურში.
მე მეგონა მარტო აქ იყვნენ ასეთები, მერე გავიკIთხე და ყევლა სადაზღვეო მასეაო, მაქსიმალურად გიშორებენ თავიდანო, არც ანალიზებზე და ეგეთებზე გიშვებენო, ანუ მოკვდიო პრაქტიკულად.
საყოველთაო ხო საერთოდ.. მადაური ექიმები მაგარი ცუდი სასტავია. შარშანვე მამაჩემი გამიხდა ცუდად, გრიპის მერე რაღაც ნიტოდ იყო, ვატყობ დღითიდღე ხელიდან მიდის. გავუშვი ადგილობრივ პოლიკლინიკაში, სადაც ჩაწერილია, საყოველთაოთი. ჩემი დაზღვევის ექიმისგან განსხვავებით იქაურმა თერაპევტმა (ქსტაწი ეგ ქალი კენჭს იყდირა საბურთალოზე ინაშვილის განხრით) ინება კეთილი და სისხლის ანალიზი გაუკეთა, რენტგენი გადაუღო ფილტვებზე და კარდიოლოგთანაც გაუშვა. მაგრამ....
თურმე კაცს ფილტვების ანთება აქვს, ყოველ შემთხვევაში სისხლის ანალიზით და რენტგენით ასე ჩანდა. მაგათმა კიდე გულის მკურნალობა დაუწესეს
რო არ მოგვეტვინა თავიდანვე რა ხდებოდა ახლა წლისთავის ამბებზე უნდა დავრბოდე ალბათ

სხვასთან მივიყვანე და მადლობა უფალს გადავრჩით.
კლინიკა ხერხემალში ვიყავი კიდე წელზე სამკურნალოდ, მკითხეს ალერგიულობა. დავუდასტურე ალერგიული ვართქო. თუ რამე პროცედურაშI მედიკამენტია მეთქი ჯობიადავიტესტოთქო. არ გამიშვეს ტესტებზე. პირდაპირ რაღაც ნემსები გამიკეთეს, შედეგად კინაღამ წერილი წავიღე, მეორე მისვლაზე რომ მოვითხოვე სახელები რა არის ეგთქო რა გამიკეთეთ ცუდად გავხდითქო, კლინიკიდან გამომაგდეს. არა და შათლახი ვიყო არ მისკანდალია. გაკვირვებული და გაღიმებული დავრჩი როცა გამომაბრძანეს და კარები მომიჯახუნეს. ან ამ ნემსებს იკეთებ ან დაახვიეთი. აქ ჩემით მივედი, არნაირი დაზღვევა. ჩემი ფული გადავიხადე პროცედურებში.
გადავიხადე!!!!
სხვა მხრივ საყოველთაოს ვლანძღავთ ისეო ესეო ბიუჯეტი შეჭამესო და რამე. ამათ თუ კი ფულს ვუხდი რაში მარგია? მიდიხარ და პრაქტიკულად სასიკვდილოდ გიმეტებენ.
ხო და რას ვყბედობ ამდენს ახლა. არ არის ვარიანტი რამე საკონტროლო ორგანიზაცია შეიქმნას?
მე რაც ვუყურებ დღევანდელი რესპუბლიკის მედპერსონალის 60% მაინც გასაშვებია სამსახურიდან ისე რომ ექთნადაც ვერ მოეწყოს ვერსად. ექთნად კი არა დამლაგებლადაც არ უნდა გაუშვა სადმე საავადმყოფო კლინიკასთან მახლობელ სხვა ორგანიზაციაში.
არ გინდათ ოღონდ ახლა ექიმების მხარდამჭერი პოსტების ფქვევა და მათ გასაჭირზე საუბარი. თუ ადამიანს მოტივირებულად არ გაქვს ექიმობა, მარტოოდენ დიპლომ სიგელებით შეგიძლია საპირფარეშო მორთო.
პლიუს რაც დავაკვირდი ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა. კაციშვილი არ აკონტროლებს არც ერთი ექიმის არანაირ ქმედება გადაწყვეტილებას. არც იმას არავინ აკონტროლებს პაციენტი კმაყოფილია მკურნალობით არაა კმაყოფილი, გამოჯანმრთელდა არ გამოჯანმრთელდა. არა და ვაი ექიმებით გაივსო ეს სფერო, რომლებიც არანაირად არ მკურნალობენ. რომლებთანაც ჩატარებული მკურნალობის კურსი უფრო ქრონიკულში გადამყვანი ეტაპია ვიდრე გამოჯანსაღების.
ხო და არ შეიძლება რამე საკონტროლო ორგანიზაცია შეიქმნას, რომელიც ერთიან ბაზას გააკონტროლებს, ყველა ექიმების დანიშნულებებს და პაციენტების მდგომარეობას შეისწავლიან, მინიმუმ მომჩივანებისას მაინც? ბოლო ბოლო ხომ უნდა დადგინდეს არა ამა თუ იმ ექიმის ეფექტურობა? იქნებ და ხალხს ღუპავს მისი საერთოდ კაბინეტში ყოფნა?
იმაზე აღარაფერს ვიტყვი ფარმაცევტულ კომპანიებთან რო იკვრებიან ზოგიერთი კლინიკები თუ ექიმები და გჭირდება არ გჭირდება გაურკვეველი დანიშNულების წამლებს გინიშნავენ უდიერი რაოდენობით.
ხო და რა ქნას უბრალო, რიგითმა სტატისტიკურმა მოქალაქემ? ფასიანისადაზღვეო არ გმკურნალობს, კიდიხარ მაქსიმალურად, მთავარია ფული მიუტანო და მოგკითხივა პატრონი. საყოველთაო მოგხედავენ კია მაგრამ მაინც აშკარა მოსახლეობის გამოხშირვაზე არიან. შენით მიხვალ რომელიმე თერაპევტთან ან რამე დარგის ექიმთან და მინიმალურის ტაქსა კონსულტაციის 50 ლარია. მოგისმენს მომენტ ექიმი და უცბად გეუბნება ჩემი პაციენტი არა ხარ. 50 ლარი წყალს გაყვა.
ერთი ის დარჩა რომ თვით მკურნალობას მიმართო. ეგ კიდე 90% მაინც სწორი დიაგნოზის გარეშე სავალალო შედეგამდე მიგიყვანს ადამიანს.
ხო და რა ვქნათ?
არ გინდათ ოღონდ ახლა პოლიტიკურად ამის გარჩევა. იმისტები და ამისტები არაა საჭირო, ყველას ადრე თუ გვიან მოგვიწევს ექიმებთან სხვადასხვა რამეზე მისვლა. ვისურვებდი ყველას მხოლოდ ფეხმძიმე ცოლები გვეტარებინოს ექიმებთან და მეტი არაფერში ეგ არ დაგჭირვებოდეთ. მაგრამ... სამწუხაროდ არაა მასე.
ბოდიშით დიდი პოსტისთვის