გამარჯობა, არ ვიცი სწორ განყოფილებაში ვხსნი თუ არა თემას.
მოკლედ მეოთხე დღეა მაქვს უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვისას, არა ჩვეულებრივი ტკივილი, არამედ ჩახეხილობის შეგრძნება.
ვიზუალური დათვალიერებისას ჩანს, რომ თითქოს სისხლჩაქცევები მაქვს ზედა მხარეს.
ორი დღე ვიკეთებდი სავლებებს (გვირილა) და გადავედი შალფეის აბებზე.
ახლა გადავედი ტატუმ ვერდეზე (აეროზოლი), თუმცა შეგრძნება ოდნავადაც არ მცირდება.
ჩავეწერე და ხვალ მივდივარ ექიმთან, თუმცა მაინც მაინტერესებს ჰქონდეს ვინმეს მსგავსი გამოცდილება და რისი ბრალი შეიძლება იყოს.
წინასწარ მადლობა პასუხისათვის