საქართველოში კომუნიკაციის ყველა საშუალებით: ტელევიზიით, რადიოთი, მობილურით, ინტერნეტით, ელექტრონული ტერმინალებით (გადახდის აპარატებით, რომლებიც ქუჩაში ყოველ ნაბიჯზეა განლაგებული), მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა მოსახლეობაზე, რაც ჩვენი უფლებების დარღვევას წარმოადგენს
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც დაშვებულია მედიაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა:
1. მხოლოდ საქართველოშია შეუზღუდავი ძალადობის, გინებისა და ბილწსიტყვაობის სცენების ჩვენება ტელევიზიით
2. მხოლოდ საქართველოში გირეკავენ მობილურით და გთავაზობენ სესხებს სხვადასხვა ფორმით რეკლამებში ტელეეკრანით
3. მხოლოდ საქართველოში არის ზღვარგადასული რეკლამა ტოტალიზატორებისა და კაზინოების საგადასახადო ტერმინალებით ( ქუჩაში განლაგებულ აპარატებში 40 ერთეულიდან 16 აზარტულ თამაშებს ეთმობა), ასევე ტელევიზიით.
განსაკუთრებით სავალალოა აზარტული თამაშების ცითარება ქალაქებში. მთელი უბანი გადაქცეულია კაზინოების მომსახურებად - ლომბარდებად, რაც ადასტურებს კვლევის მონაცემებს , რომ კაზინოები ანგრევენ ჯანსაღ ეკონომიკას
ყველა მედია საშუალებით: ტელევიზიით, ქალაქის ტელეფონით, მობილურით , ინტერნეტით, ელექტრონული ტერმინალებით არღვევენ ჩვენს უფლებებს და თავს გვახვევენ სესხებს, აზარტულ თამაშებს და ძალადობას.
პრაქტიკულად კომუნიკაციის ყველა საშუალებით მიმდინარეობს ზეწოლა მოსახლეობაზე
წესით კომუნიკაციების კომისია უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესებს, ამის ნაცვლად ის ემსახურება მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს.
ყველა ქვეყანაში შეზღუდულია აზარტული თამაშების რეკლამა.
პარლამენტის ჯანმრთელობის კომისია უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ფსიქიკურ სიჯანსაღეზე.
არასამთავრობო სექტორი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და რაც არსებობს, ისიც ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.
საინტერესოა პროგნოზი რა მიმართულებით შეიცვლება ვითარება ახალ პარლამენტში?
ფორუმის წინა გამოკითხვები აფიქსირებდნენ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მომხრეა ძალადობის შეზღუდვის, მაგრამ არაფერი შეცვლილა
არსებობს საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც აზარტულიგარყვნილებისა და ძალადობის პროპაგანდააიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამებიაზარტული თამაშების შეზღუდვა ინტერნეტშიაზარტული თამაშების ბიზნესები This post has been edited by bochormeli on 10 Nov 2016, 08:43