ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ ენდოკრინოლოგს ესტუმროს, გაიკეთოს ანალიზები და ა.შ.
გამომდინარე აქედან, ხშირად ინტერნეტში ვეძებთ სხვადასხვა დიეტებს და ასე უფასოდ და ზოგადად მოცემული ინფორმაციით, რაც ვითომ ყველასთვისაა, ვცდილობთ გახდომას.
მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა! და მეც და სხვებიც დარწმუნებული ვარ ორგანიზმს იზიანებს. ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის შექმნა, სადაც სანდო რჩევებს გავუზიარებთ ერთმანეთს და თუ შესაძლებელი იქნება გამოვნახავთ ენდოკრინოლოგს.
მე ვიყავი დიეტა.ჯი-ს ხშირი სტუმარი, მაგრამ იქ ვინ რას წერს და აკეთებს გაუგებარია, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ გაუგებარს და პირადად მე ძალიან ვერიდები.
მოდით დავიწყოთ იმით, რომ არის ასეთი ახალი საიტი , რომელსაც აქვს უფასო სატელეფონო კონსულტაცია და ჩატშიც შეგიძლიათ დაწეროთ კითხვები და პასუხს გამოაქვეყნებენ.
რატომ არის ჩემთვის ეს თემა აქტუალური?
იმიტომ რომ სულ მქონდა და მაქვს წონის პრობლემა და დავიღალე ინტერნეტში ძრომიალით, როგორც იქნა ვნახე კარგი საიტი მაგრამ იმას არ აღმოაჩნდა ფორული და ამიტომ იქნებ აქ გავმართოთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
- სად ამოვიკითხოთ სანდო რჩევები, ისეთი რომელიც არ ავნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
- როგორ ვიკვებოთ სწორად რათა ლამაზი ფორმები შევინარჩუნოთ.
- კონსულტაციები ენდოკრინოლოგთან და ამ კონსულტაციის შედეგების გაზიარება
- ვარჯიშები და სხვადასხვა საშუალებები
- რაც თქვენს გულს გაუხარდება ამ თემების ირგვლივ
და პირველი კითხვა: გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, და მიეცით სხვებს რჩევები
nuci26