#49321149 · 22 Nov 2016, 05:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისტორია შედგება მომენტებისაგან და პროცესებისაგან. საქართველოს უახლოეს ისტორიაში კი პროცესად გვექცა პრეზიდენტების გაბუნძურება. ჩვენ გავაბუნძურეთ პრეზიდენტი გამსახურდია, შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე და ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. რადგან ამან პროცესის სახე მიიღო, ადრე თუ გვიან მოგიწევს ასევე ბიძინა ივანიშვილის გაბუნძურებაც და როგორც არ უნდა ვეცადოთ ამას თავიდან ვერ ავიცდენთ. ეს უკვე პროცესია და ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გამეორდება. ეს პოლიც ამ პრობლემას ეძღვნება.
მოდით ჩავწვდეთ ამ პრობლემის არსს. ზვიად გამსახურდიას გაგდებას ედუარდ შევარდნაძემ შეიარაღებული დემოკრატიული რევოლუცია უწოდა და დარწმუნებული იყო, რომ ეს აღარ გამეორდებოდა. შევარდნაძემ მაშინ თქვა ვინც კიდევ გადატრიალებაზე ფიქრობს, ლოგინში გადატრიალდესო. ანუ ეს უკვე შეუძლებელი არის და მე უკვე ვეღარ ჩამომაგდებთო. ოღონდ როგორც უკვე ვიცით შევარდნაძე ხელისუფლება ვარდების რევოლუციით დაემხო. უფრო მეტიც, ნაცების შემდგომი 9 წლიანი დიქტატურაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამხო. ახლა თვითონ ბიძინა არის გამზადებული დასამხობად და საქმე ის არის რომ ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენი რიგით მეოთხე ეროვნული კატასტროფა.
დიახ ეროვნული კატასტროფა იყო არა მარტო გამსახურდიას დამხობა, არამედ შევარდნაძე და სააკაშვილის დამხობაც. რა თქმა უნდა სამივე დასამხობი იყო და უდვოდ დასამხობია ბიძინბატონიც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტების საქართველოში გამწარებული ქართველი ხალხი კი არა, არამედ ყოველთვის უცხო ძალა ამხობს.
ზვიად გამსახურდია არ დაუმატა ქართველ ერს. ვარდების რევოლუციაც გარედან გაგვითამაშეს. არც მიშა გაუგია ქართველ ერს და არც ბიძინას დამხობის თავი აქვს ქართველ ხალხს. ამას რომელიღაც გარეშე ძალა გააკეთებს და ქართველი ერი ისევ პირშიჩალაგამოვლებული დარჩება.
რატომ და როგორ ემხრობიან ჩვენი პრეზიდენტები (უფრო სწორედ თუ ვიტყვით ჩვენი მტარვალები)
ქართული სახელმწიფოს შენების დავით აღმაშენებელისეული ფორმულა ასეთია: "მსაჯული მართალ სჯიდე, მსახურთა რისხვა ქროდეს, მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთ ჰგვემდეს ცეცხლი."
1989 წელს საქართველოს შეექმნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ბრწყინვალე პერსპექტივა, მაგრამ 1990 წელს გარეშე მტერმა ჩვენ მრგვალი მაგიდის სახით მოღალატე კოლაბორანტი ხელისუფლება წამოგვასვა თავზე. დახვრეტა, ჩამოხრჩობა და ჯვარცმაც კი ცოტა იქნებოდა მრგვალი მაგიდის წევრებისათვის. იმათ ისეთი უტიფარი დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ერის წინაშე, რომ ყველანი სარზე იყვნენ წამოსაცმელნი რათა ეს ვინმეს კიდევ არ გაემეორებინა. ოღონდ ერის იგივე ღალატი შემდეგ სამგზის გაიმეორეს მოქკავშირმა, ნაცმოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ.
ოცნება დღესაც "თავისთვის საჭამს მაწონს" და თავი აცებისაგან ქართველი ერის მხსნელ გმირად აქვს წარმოდგენილი. ეს მაშინ როცა ქვეყანას სწორედ მათი ხელით აქვს დედა ნატირები. ქართველი ერი უკვე მეოთხედ იმდენად არის დამონებული რომ მას თავისი მტარვალი შინაური მტრის დამხობაც კი არ შეუძლია.
მსაჯული ისევ უკუღმა სჯის, მტრის მსახურთა რისხვა ქრის, ცოდვილნი ნეტარებდნ და მართალთ ჰგვემს ცეცხლი.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|