ოჯახში გვყავს 2006 წლიანი 3.7 გრანდჩეროკი, ჰოდა სალონის მასალით გრანდი მაგრად ჩამორჩება მაგათ(ტორპედოს და აბივკებს ვგულისხმობ). გაწევით და წვით 5.0 მერსო და 3.7 გრანდი როგორ უნდა შეადარო

3.7 ყველაზე უპრობლემოა მაგ კუზაოზე, წვავს ქალაქში 17-18 დან ზევით, ტრასაზე 11-12 უნდა. გაწევით 3.2 იან ძველ მლზე სწრაფია, მაგრამ 350 ს მეეჭვება აჯობოს, ანუ 3.7 არაა საგაზაო და ისეთი მანქანა რო შუქნიშნიდან შუქნიშანზე ირბინო. ნაწილები აზრზე არ ვარ, 1.5 წელია გვყავს და არაფერი დაგჭირვებია, კაპოტის ამორტიზატორის გარდა(თავიდანვე არ ვარგოდა). ჰოდა მაგას რო ვეძებდით, მაშინ გავარკვიეთ, რო ჩვეულებრივი ამორტიზატორებიც 50 ლარი ღირს მეორადები. ეხლა მაგ წლების ბმვ-მერსოს ფასები გაიგე და მიხვდები რომლის ყიდვა გირჩევნია. გრანდი მლზე უფრო გამძლეა და უფრო იაფია ნაწილები, შოვნითაც იქნება, არ ვიცი, არ დამჭირვებია, მარა რამდენგანმე რო შლიან ვიცი, თან ამერიკაშიც კაპიკებშია ნაწილები, ევროპულებთან შედარებით. ხ5 ს აეც შევადარებ გამძლეობაში.
მოკლედ, გამძლე, იაფი შესანახი, კარგი გამავლობის(მაგ ორს ჯობია) სუვი თუ გინდა, გრანდი აიღე. ფასითაც იაფია იმავე წლის და მდგომარეობის მლ-ხ5 თან შედარებით