'თვითმფრინავის ბიჭების საიდუმლო
მანდ ისეთი დეტალია ნებისმიერი იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევს ვინც ასე თუ ისე ჩახედულია და იცის ეგ საქმე
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება სპეცრაზმელების და გასოიანის ბიოგრაფიის პატარა დეტალი იქცევს
ჩემი ყურადღება იმ წინადადებამ მიიპყრო სადაც წერია ცხრა შეირაღებული კრიმინალი.
რატომ წერია 9 შეირაღებული კრიმინალი და არა 7 ? ხალხმა იცის რომ 7 ადამიანი იყო გამტაცებელი ერთი ქალი და ექვსი მამაკაცი მაგრამ გასოიანის ბიოგრაფიის იმ მონაკვეთში სადაც 1983 წლის 18 ნოემბერია მოხსენიებული 9 შეირაღებული კრიმინალის შეჭრაზე წერია, ცნობის მოყვარე ადამიანი იკითხავს ის ორი სადაა ვინები არიან ?
სპეცრაზმელები კიდევ 3 ქალზე ლაპარაკობენ ერთს რომელიც ხელში ლიმონკა ეჭირა მეორე ქალს პისტოლეტი უკავია ხელში და ასევე პისტოლეტით შეირაღებულ მამაკაცთან ერთად არის და სპეცოპერაციის მეთაური ზაიცევი ყვირის ხელები ზევით და ორივეს ანეიტრალებს და აკავებს , ხოლო სალონში მესამე ქალი სავარძელში ზის და სპეცრაზმელმა დემეიდკინმა რომ დაინახა ეს ქალი და ეგონა მგზავრი მაგრამ როცა ის მიდის ამ ქალთან ეუბნება წამოდით თქვენ თავისუფალი ხართ ეს ქალი სპეცრაზმელს კი არ მიყვება მშვიდათ არამედ სავარძელს ხელებით ებღაუჭება და ყვირის ''არა არა მე აფეთქება მინდა'' სპეცრაზმელი მეგობარს უძახებს და ამ ქალს ხელში იყვანს და ქვემოთ აწვდის ბიჭებს.
( ისმევა ლოგიკური კითხვა თუ ეს სავარძელში მჯდომი ქალი გამტაცებლებთან ერთად არ არის შეკრული რატომ იქცევა ასე ? )
თქვათ ის ლიმონკიანი ქალი დავუშვათ თინა ფეტვიაშვილია მაშინ ის ორი ქალი ვინ არის ? ერთს პისტოლეტი რომ უკავია ხელში და მეორე სავარძელში რომ ზის და აფეთქება უნდა ?
თუ ეს ორი ქალი არსებობს მართლა მაშინ 9 გამტაცებელი გამოდის რომ დავითვალოთ მარტივად მაგრამ საბჭოთა გამოძიებას 7 გამტაცებელს ასახელებს და დღეს საზოგადოება ამ 7 - ს იცნობს კარგად.
მღვდელი ჩიხლაძეს რომელიც თვითმფრინავში არ იჯდა და 2 თვე ნახევრის შემდეგ აპატიმრებენ და 1984 წლის აგვისტოს თვეში დახვრეტას უსჯიან ამ ორი ქალბატონის ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია და საერთოდ არ დასჯილან თუნდაც 15 წლიანი პატიმრობით ამ შემთხვევაში იბადება ლოგიკური ასეთი კითხვა მაშინ განაჩენი რამდენად სამართლიანი და ობიექტური იყოო ?
PS არ დაიწყოთ ეხლა იმის წერა გმირები იყვნენ არ იყვნენ ესეთები იყვნენ ასეთები იყვნენ და მსგავსი რაღაცეები.
მთავარი ეს არ არის მთავარი ეს გასაიდუმლოებული ფაქტია და ამ ფაქტის გარშემო დავფოსტოდ ამ თემაშივლადიმერ გასოიანის ბიოგრაფია
http://www.warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=8809ეს კიდე ამ ბიოგრაფიის ნაწყვეტი. წითელი ხაზი მე გაუსვი სადაც წერია გარვევით 9 ( ცხრა ) შეირაღებული დამნაშავე.

ესეც კგბ-ს სპეცრაზმელების ინტერვიუ რომელიც ქართულად ითარგმნა თუმცა რუსულ ვარიანტებშიც იგივეს წერენ

ეს ლურჯი ხაზები მე არ გამიხაზავს თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა მთავარი სტატიის შინაარსია საენტერესო.
და გეტყვით ერთ ფაქტს ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი იღებს ფილმს ამ თემაზე რომელიც 2017 წელს გამოვა ეკრანებზე. გადაღები ჯგუფის წევრმა როგორც მითხრა ქალბატონი რომელსაც ჰქვია ეკა თხოვდა გადამღებ ჯგუფს წაეკითხა ფილმის სცენარი და ძალიან არის დაენტერესებული თვითონ ამ ფილმის სცენარის შინაარსით და ძალიან ერეოდა გადაღების პროცესში
ასევე ეს ქალბატონი ემექრებოდა ქართველ ჟურნალისტს სასამართლოში ჩივილით და აშანტაჟებდა საქმე იმაშია რომ 2009 წელს იმედის ეთერში გავიდა გადაცემა ამ თემაზე სადაც ამ ქალბატონის სახელი გაიჟღერა რაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და გადაცემის გასვლიდან სულ რამოდენიმე დღეში ეს ქალბატონი მივარდნილა ტვ იმედის ოფისში და სკანდალები და ყვრილი მოუწყვია გადაცემის წამყვანს კიდე ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. სარჩელი არის შეტანილი სასამართლოში როგორც მითხრეს.
ამ ქალბატონის ქცევები კიდევ უფრო ეჭვს ამძაფრებს რომ ის თვითმფრინავის საქმეზე რაღაც საიდუმლოს მალავს.
და ბოლოს ეს ორი გოგონა ამ საქმის სასამართლოზე საერთოდ არ გამოუძახებით დასაკითხად და საეთოდ არ ყოფილან სასამართლოს დარბაზში რაც ძალზე საეჭვოა.
This post has been edited by VIP Blogger on 19 Nov 2016, 02:35