სუპი 'ჩემებური" :0
ვასუფთავებ, ვრეცხავ და ვჭრი სასურველ ზომებად
კარტოფილს, სტაფილოს, წითელ და მწვანე ბულგარულს, ხახვს, ნიორს...
ასევე ვასუფთავებ, ვრეცხავ და ვჭრი მწვანილს - ქინძი, ოხრახუში, კამა.
თუ რომელიმე არ გაქვს, არ დაიქცევა ქვეყანა...
ვადუღებ ქვაბით წყალს, დავუმატებ ოდნავ მარილს
და ვყრი ჯერ ხახვს, კარტოფილს და სტაფილოს, ხუთიოდე წუთში ბულგარულს მივაყოლებ.
ასევე ვაყრი უცხო სუნელს, ხმელ ქინძსა და ყვითელ ყვავილს,
ორიოდე დაფნის ფოთოლს.
ბოლოს, კარტოფილს რომ ცოტა დააკლდება მოხარშვა,
ვუმატებ დაკონსერვებულ ბარდას, წინასწარ გადაწურულს და მდუღარე გადავლებულს.
ბოლოს,1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, პილპილი ან წიწაკა, დაჭრილი მწვანილი და ნიორი და ორ წუთში გამოვრთავ...
ასევე ვაკეთებ სოკოს სუპსაც.
თუ ცოცხალი სოკო ან ბარდა მაქვს, მაგით ვიწყებ და რომ მოიხარშება, მერე ვაგრძელებ ზემოთაღწერილით.
ასევე შეგიძლია დაუმატო წინასწარ მოხარშული ქათმის ხორცი...(მე კანს ვაცლი)
რაოდენობებს, რაც შეეება, მე თხელი სუპები მიყვარს,
ამიტომ დაახლოებით 2 ლიტრიან ქვაბზე სამიოდე კარტოფილი, თითო-თითო სტაფილო და ბულგარულები,
ორი-სამი კბილი ნიორი, ერთი პატარა ხახვი და ა.შ.
ზუსტ დოზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს...
მთავარია მარილი და პილპილი ქონდეს კარგად
This post has been edited by nia4u on 9 Dec 2016, 15:59