თურქეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების შემდეგ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს, თუ ისინი მსხვერპლზე იქორწინებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, მამაკაცებს დანაშაული ეპატიებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ ძალის გამოყენებისა და მუქარის გარეშე და დაქორწინდებიან მსხვერპლზე.
კრიტიკოსების აზრით, ცვლილება გაუპატიურებასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას დააკანონებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 ნოემბერს მიიღო. საბოლოო კენჭისყრამდე, 22 ნოემბერს დეპუტატები ცვლილებას კიდევ ერთხელ განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა - ქალების 40% სექსუალურ ან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი 2003-2010 წლებში 1.400%-ით გაიზარდა.
http://www.tabula.ge/ge/story/114744-turqe...an-atavisuflebsჩვენი პარლამენტი როდის განიხილავს ამ საკითხს?