7 ნოემბრიდან! ყოველ ორშაბათს 19:40 სთ. უყურეთ გადაცემების ციკლს "საქართველო ევროპულ ოჯახში", საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების ეთერში
თუ რა თემებზე იქნება გადაცემა ფოკუსირებული და რა მიმართულებებზე გამახვილდება ყურადღება, ამის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთი ჩაჩავა და პროექტის მხარდამჭერები და მასში ჩართული სხვა მონაწილეები ერთულოვნების პირდაპირ ეთერში საუბრობენ.
პროექტი ხორციელდება ტელეკომპანია ერთსულოვნებისა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ვახ, ესენი აღარ ხუმრობენ მგონი
ბარემ ესეც იყოს, სადაც ერთერთი მამაო გარკვევით ამბობას, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები შეცდომით მცდარ ინფოს გვაწვდიდნენ ნატოზე და ევროკავშირზეო
ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში British Embassy Tbilisi.
ევროკავშირი ბრიუსელში მეუფე თეოდორესა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს მასპინძლობს! ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინდელ შეხვედრაზე, აღმასრულებელემა დირექტორმა თომას მაიერ ჰართინგმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობასა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში.საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. ვიზიტის ფრაგლებში, დელეგაცია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯაილს პორტმანს, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელდირექტორს, ტომას მაირ ჰარტინგსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარს, ქრისტოს სტილიანიდის შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე, საერთო ღირებულებებსა და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს მართმადიდბელურ ეკლესიას უჭირავს ქართულ საზოგადოებაში. ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დელეგაცია სტუმრობს ნატოს შტაბ-ბინებს, ევროპარლამენტს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტს (EESC) და სხვა ინსტიტუტებს. დელეგაციას თან ახლავს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", რომელზეც 2017 წლის ნოემრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ახალი გადაცემები დაიწყება.
პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
https://eeas.europa.eu/delegations/georgia/14634/-------_kaმოკლედ, მომწონს რომ ჩავიდნენ და თავად გაერკვნენ სიტუაციაში
ძალიან სწორი სტრატეგიული გათვლაა, თვით გავლენის ობიექტებზე გასვლა და ზეგავლენის მოპოვება მეტად პროდუქტიული და პრაგმატული ნაბიჯია
პირველები ესენი არ არიან, მანამდე პოლონელი ეპისკოპოსები ახსოვს ბრიუსელს მსგავსი შინაარსიის ვიზიტით მანამ ნატოში და ვეროკავშირში გაწევრიანდებოდა პოლონეთი
This post has been edited by Free_World on 23 Nov 2016, 07:47