„დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა
21:24 19-11-2016
„დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.
„ძალიან საინტერესო კომპოზიცია შეემატა ქალაქს. აქ მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს სკულპტურა და ამავე დროს მოუსმინოს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას. ვფიქრობ, თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გაჩნდა მუსიკის მოყვარულთათვის“, - განაცხადა ია მაქაცარიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-gaikhsna.htmlთავის ჭიას ახარებდა და მღეროდა რა, ვიღაცეებს ევასებოდათ, ვიღაცეებს არა
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა