ბიჭებო ასეთი იდიოტობა მომივიდა გუშინ ვინდოუსს ვაყენებდი სსდ-ზე და დაყენების დროს სსდ-ს ნაცვლად ამერია და სადაც ფაილები მქონდა შემთხვევით იმ დისკის წაშლას დავაჭირე

ვიმეორებ წაშლას და არა დაფრმატებას თუმცა როგორც ვიცი წაშლა დაფორმატებაზე უარესიაო
მე როგორც ვიცი ვინდოუსის დაყენების დროს რომ წაშლი მანდ აღდგენა შეუძლებელიაო და იქნებ გქონდეთ რამე სასიკეთო ინფო.
ვინდოუსი რა თქმა უნდა წაშლილ დისკზე არ დამიყენებია ეგრევე მივხვდი რა ზღენიც ვჭამე და აღარ შევხებივარ. მაგის იმედი მაქ რომ იქნებ აღვადგინო დაახლოებით 10 წლის ფაილები მაქ ზედ მთელი 10 წლის ნაგროვები ბავშვების სურათები და ვიდეოები და რავიცი ერთი სიტყვით ძალიან ძალიან ცუდი რამე ვქენი

ფუ ბლიად 15 წელია ვინდოუსს ვაყენებ და ასეთი რეგვენობა არასოდეს მომსვლია ოღონდ ეს აღმადგენია და აწი დაყენების დროს მეორე ვინჩოს ვაფშე ჩავხსნი ხოლმე