ესეგი მთელი დღის მანძილზე მეგობარმა ტვინი წამიღო,საბუდარაში წავიდეთო,კარგ დროს გავატარებთო,რომელი საბუდარელი ჭაბუკი მე მნახა ეგ ცალკე თემაა,მარა საქმე იმაშია აზრზე არ ვარ ეგ საბუდარა რა დაწესებულებაა,ხოდა დავგუგლე და ეს ამომიგდო:
მეფრინველეობის მეურნეობა სპეციალიზირებულია სანაშენე, მეკვერცხულ – მეხორცული მიმართულებებით. ჩვენ ვიყენებთ წარმოებისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებსა და დანადგარებს. ფაბრიკას აქვს თავისი საკვები საამქრო და კავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული დონის ინკუბატორი სადაც მთლიანად დაცულია ინკუბაციის ნორმები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეფრინველეობის ფაბრიკა ფუნქციონირებს 2006 წლიდან და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე მეტი გამოცდილება ამ დარგში სწორედ ჩვენს მეფრინველეობის ფაბრიკას გააჩნია. ყოველივე ამან კვალიფიციურ კადრებთან ერთად საშუალება მოგვცა მიგვეღო ევროპული სტანდარტის ადგილობრივი წარმოების საინკუბაციო კვერცხი და წიწილი. ფაბრიკის პრიორიტეტია წარმოების გაფართოება და მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მცირე და საშუალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ამ დარგის წინსვლასა და განვითარებას. კომერციული ბროილერის Ross 308 და Cobb 500 ჯიშებთან ერთად საოჯახო ტიპის ფერმებისთვის მომხარებლებს ვთავაზობთ ფერად მეკვერცხულ-მეხორცულ და მეხორცულ ჯიშებს. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში საკვებისა და ერთდღიანი წიწილის ადგილზე მიწოდება ხდება სპეციალიზირებული ავტომანქანებით.
http://sabudara.ge/geo/homeხოდა ეს რომ წავიკითხე ამ ჩემ მეგობარს დავუსვი ისეთი კითხვა,რომელიც ცოტა ინტიმურია და აქ ვერ დავწერ.
თქვენ თუ ხართ ნამყოფები მანდ?
This post has been edited by არმეძებო on 26 Nov 2016, 18:35