წინა თემა
Pro Evolution Soccer 2015 Vol.1
ტრეილერი + სხვადასხვა ვიდეოები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შესავალიPro Evolution Soccer 2015 (შემოკლებით PES 2015/აზიაში - Winning Eleven 2015) 15 ვერსიაა, რომელიც შექმნა კორპორაცია კონამიმ. ამ სერიის პირველი თამაში გამოვიდა 1996 წელს და მისი სახლი იყო: Goal Storm / აზიაში - World Soccer Winning Eleven. (ჩემი პირველი ზიარება ამ ფეხბურთთან, შედგა ზუსტად 1997-ში

)
მას შემდეგ გამოვიდა 15 სერია და ყოველი წლის სექტემბერ/ოქტომბერში კონამი გვაოცებს ფეხბურთის სიმულატორის თავისეული ხედვით. ოფიციალურად Pro Evolution Soccer 2013-ის საწყისად მიჩნეულია 2001 წლის 23 ნოემბერს გამოსული Pro Evolution Soccer-ი.
პეს 2015-ში უამრავი ცვლილებაა წინა წლებთან შედარებით. სრულიად ახალი ძრავი და გეიმფლეია, ბევრად უკეთესი,განსხვავებული გრაფიკა, აქცენტი გაკეთებულია ფეხბურთელის თავისუფალ და მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე რაც მთავარია კიდევ უფრო დახვეწეს ფეხბურთელების ფიზიკა, ორთაბრძოლები, მოძრაობები, მიმიკები და ა.შ.
თამაში აგებულია ჰიდეო კოჯიმას ახალ ძრავზე,რომელსაც ეწოდება Fox Engine.
Pro Evolution Soccer-ის მთავარი დადებითი მხარეა გეიმფლეის რეალიზმი და ბურთის ფიზიკა. ამ ძირითადი ფაქტორებით გამოირჩევა ის მისი კონკურენტებისაგან. კონამი ყოველთვის მეტ დროს უთმობდა გეიმფლეის ხარისხს.
Pro Evolution Soccer-ის ყველაზე დიდი მინუსი არის ოფიციალური ლიგების ლიცენზიის არ ქონა. ყველაზე მთავარია ინგლისის პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის ნაკლებობა. ამის მიზეზია EA ელექტრონიქსის მიერ ექსკლუზიური უფლებით ნაყიდი ლიცენზიები Fifa-ს სერიებისთვის.
თუმცა პესის მოთამაშეებისთვის არასდროს ყოფილა ლიცენზიების არ ქონა დიდი პრობლემა, განსაკუთრებით პერსონალური კომპიუტერერების მომხმარებლისთვის, რადგან ყოველი ახალი სერიის გამოსვლისას ინტერნეტში უხვად მოიპოვება სპეციალური დამატებები/პატჩები, რომლებიც თამაშს სრულიად სხვა ელფერს მატებენ და ამასთანავე ისეთი ლიგებიც შეგიძლიათ იხილოთ, როგორიც საქართველოს უმაღლესი ლიგაა.
აღსანიშნავია ასევე პესის Master League რეჟიმი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებებით და ძალიან მალე მოსაბეზრებელი ხდებოდა. თუმცა 2014 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და როგორც იქნა კონამიმ დაუთმო დრო მასტერ ლიგის განვითარებას.
2015 წლის მასტერ ლიგაში ამიერიდან შესაძლებელი გახდა კლუბის და ნაკრების ერთად გაწვრთნა. ამავდროულად თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ კლუბი შუა სეზონში,თუ გექნებათ შემოთავაზებები და გახდეთ სხვა კლუბის მწვრთნელი.
სისტემური მოთხოვნილებები
--------------------------------------------------------Pro Evolution Soccer 2015 - ONLINEიმისათვის, რომ ითამაშოთ ონლაინში, აუცილებელია ოფიციალური დისკის ან სერიული ნომრის ყიდვა!P.S.
თუმცა წელს შეგიძლიათ უფასოდაც ითამაშოთ ონლაინ რეჟიმები,თუმცა საკითხავია რამდენი ხანი გაგრძელდება ეს "სიამოვნება"PS - თუ მაინც არ გინდა ფულის გადახდა და გინდა გატეხილი ვერსიით ითამაშო ონლაინში, დააჭირე სპოილერს და არის ერთი გზა უფასოდ ონლაინში თამაშის!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუ ფულს არ გადაიხდი, ვერ ითამაშებ!
--------------------------------------------------------BAL - Becoma a legendამიერიდან შეგეძლებათ კარიერა დაიწყოთ როგორც მეკარემ.
MLO - Master League Online მას სახელი შეეცვალა და ამიერიდან ეწოდება
MyClubMLO/MyClub არის პესის ოფლაინ რეჟიმის (მასტერ ლიგის) ონლაინ დამატება, სადაც მოთამაშეებს საშუალება აქვთ ითამაშონ მსოფლიოს ნებისმიერ მოთამაშესთან ინტერნეტის მეშვეობით.
2015 წლის ონლაინ მასტერ ლიგას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები![*]ამიერიდან შესაძლებელია ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება. ამის შემდეგ თუ აღარ გჭირდებათ ფეხბურთელი, მათ გაათავისუფლებთ.
[*]ამიერიდან მოთამაშეთა შეძენა მოხდება მატჩებიდან მიღებული ქულების საშუალებით. მოგებასა,წაგებასა და ფრეზე იღებთ ქულებს. არის ორი სტილის ქულათა დარიცხვა GP და Coin. თქვენ ნაღდი ფულით შეგიძლიათ შეიძინოთ Coin ქულები.
[*]სისტემა მოგიძებნით თქვენი თამაშის სტილის მოთამაშეს და ერთმანეთთან ათამაშებს ეგრეთ წოდებულ ჩეთერებს, რომლებიც წაგებისას თამაშს თიშავდნენ, რომ უარყოფითი ქულები არ დაწეროდათ. ჩეთერები დაიბლოკებიან ჩემპიონატებიდან (competitions) და მხოლოდ 1vs1 თამაშებს ითამაშებენ თავისნაირ ჩეთერებთან!
როგორც ხედავთ, 2014-ში საკმაოდ ბევრი რამ შემოგვთავაზა PES 2015-მა და ამისათვის მადლობა ვის? - შმატრულს კი არადა კონამის
--------------------------------------------------------2015 წლის ონლაინ ამხანაგურ მატჩებს დაემატება ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები! კერძოდ კი 11/11. ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს საშუალებას 22-მა მოთამაშემ ერთმანეთში ითამაშოს ონლაინში,მეკარეების არჩევის საშუალებაც კი იქნება!ოფიციალური ვერსიის ყიდვა1) (სერიული ნომერი) -
PES 2015 (steam)2) (სერიული ნომერი) -
PES 2015 (plati.ru)webmoney/plati.ru - ამ თემაშია ყველაფერი დეტალურად ახსნილი, თუ როგორ უნდა იყიდოთ თამაშის სერიული ნომერი Webmoney-ს დახმარებით plati.ru-ზე!
ეს ტუტორიალი შედგენილია
wilkinson-ის მიერ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------სანამ იყიდით, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტის კავშირი კონამის სერვერებთან!- გადმოწერეთ ეს პროგრამა
- ამოაარქივეთ
- გაუშვით PortChkPES.(exe)
- და უნდა დაგიწეროთ მსგავსი რამ (იხილეთ სპოილერში)
- დააკლიკეთ RUN CHECK-ს და მერე ან YES ან NO
- უნდა დაგიწეროთ O-ები, ანუ მსგავსი რამ:
UPnP enabled.
Auto Setup Mode: [O] Playable
Manual Setup Mode: [O] Playable
- ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში!
--------------------------------------------------------იყიდეთ ოფიციალური სერიული ნომერი?აუცილებლად შემოგვიერთდით სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ვიკრიბებით ყველა, ვინც ონლაინში ვთამაშობთ, გვაქვს ქართული Community და ვგეგმავთ ჩემპიონატებს!
ფეისბუქ ჯგუფი:
PES Georgia (Online)ჯგუფი დაკეტელია და აუცილებლია გქონდეთ ნაყიდი სერიული ნომერი/თამაშობდეთ ონლაინში!!!
გატეხილი PES 2015 (გადმოწერა და საჭირო დამატებები)გატეხილი საბოლოო ვერსია1) (Torrent):
http://goo.gl/g7xRDU2) (FTP):
http://goo.gl/ygdn5lუყურეთ ამ ვიდეო რგოლს თუ რამე პრობლემა შეგექმნათ დაყენებისას
ზემოთ აღნიშნული მასალა აღებულია შემდეგი მისამართიდან:http://pesedit.ge/
სასარგებლო საიტები:ონლაინისთვის (ინფორმაცია სერვერზე)ოფიციალური საიტიოფიციალური ფეისბუქის გვერდიპესის ვიკიპედიაპატჩები/დამატებები (ქართული საიტი)--------------------------------------------------------» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანუ იმის თქმა მინდა, რომ პესი არასდროს უჩიოდა პატჩების ნაკლებობას. პატჩი, დამატება ან "bug fix"-ი შეიძლება იყოს ყველაფრის, დაწყებული ყველანაირი ლიგების, გუნდების, ფორმების, ფეხბურთელების, ბურთების, და ა.შ. დამატებით, ასევე გეიმფლეის შეცვლით, ახალი კამერებით, ჩეთებითაც კი, რომლითაც მასტერ ლიგას 99999999999999 $-ით დაიწყებთ.
ამ პატჩებს აკეთებენ სხვადასხვა მოთამაშეების ჯგუფები, არსებობს ძირითადი პატჩები და შემდეგ ათასობით პატარ-პატარა დამატება.
--------------------------------------------------------ცოტა რამ სტრატეგიის შესახებ» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
player support რამდენად ჩაერთვებიან შეტევაში სხვა ფეხბურთელები, ანუ როდესაც ბურთი შენ გაქვს თუ მაღალზე გაქვს ეგ წინ გაგეხსნებიან შენი ფეხბურთელები, თუ დაბალზე გაქვს მაშინ მხოლოდ პოზიციურად თუ ამოირბენს ვინმე
support range ანუ რა მანძილს დაიჭერენ ბურთიან ფეხბურთელთან თანაგუნდელები, ან ძალიან ახლოს მივლენ ან კიდე გაიშლებიან.
position switch რა სიხშირით გადაცვლიან ფეხბურთელები პოზიციებს. ანუ როცა მაღალზე გაქვს მარცხენა ნახევარმცველმა შეიძლება მარჯვნივ გადაინაცვლოს და მარჯვენამ შესაბამისად მარცხნივ. თუ 0ზე გექნება მაშინ მხოლოდ თავის პოზიციაზე იმოძრავებენ.
attacking style შეტევაში გადასვლისას როგორ გადანაწილდებიან ფეხბურთელები.. შეგიძლია შეუტიო ცენტრიდან, შეგიძლია ფლანგებიდან, გააჩნია როგორ დააბალანსებ.
პრესინგი თუ არ იცი რაც ზემოთ წაიკითხე ყველაფერი დაივიწყე
defensive line დაცვის ხაზის თამაში, როცა მაღალზეა ცენტრისკენ იწევენ და დიდი შანსია გადმოგდებულ ბურთზე თავდამსხმელი გაგეპაროს მაგრამ თუ თავზე შეაჯდები ვინმეს კარგი რამეა, ჩამშლელის ფუნქციებს შეითავსებენ და შეიძლება შორიდან დარტყმის საშუალებაც მოგეცეს ცენტრალური მცველით ( რაც მთლად კარგი იდეა ვერ არის )
compactness ეს არის დისტანცია მეტოქის ფეხბურთელთან, შეტევაში გადმოსულ მეტოქესთან რამხელა მანძილს დაიჭერენ შენი ფეხბურთელები. შეგიძლია ყველა მის გარშემა შემოკრიბო ან დისტანცია დაიჭირონ და სივრცეები გადაკეტონ.
ავტორი: Beck_Kelly
PES (მსოფლიო ჩემპიონატი)პესის მსოფლიო ჩემპიონატი სათავეს იღებს 2002 წლიდან და ყოველ წელს ტარდება ივნისი-აგვისტოში.
მსოფლიო ჩემპიონატზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ გვერდზე:
PES LeaguePES VS FIFA» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს შედარება და შეიძლება მცირე მაშტაბების დაპირისპირება ამ ორ ფეხბურთს შორის, მათი შექმნის დღიდან აქტუალურია. საერთოდ გეიმერები 2 ნაწილად არიან დაყოფილები და ასე ვთქვათ 2 ბანაკში ერთიანდებიან, ერთი მხარეა პესის ბანაკი და მეორე ფიფას ბანაკი. არსებობენ მხოლოდ ერთეულები, ვინც ამ ორივე ფეხბურთს ერთნაირი სიამოვნებით თამაშობს.
ეს დაპირისპირება უმეტეს წილად ბავშვური ხასიათისაა და რეალურად ბევრი გეიმერი მთავარ მიზეზსაც ვერ იტყვის, რატომ არ მოწონს პესი ან ფიფა. ზოგი ბავშვობიდან პესს თამაშობს და ვერ წარმოუდგენია ფიფაზე "გადასვლა" ან პირიქით.
მე პირადად პესის თამაში დავიწყე 1997 წელს და მას მერე ყველა სერია მაქვს ნათამაშები დიდი რაოდენობით. რაც შეეხება ფიფას, პირველი ფიფა იყო 1997 და 2010 წლამდე ასევე ყველა ფიფას ვთამაშობდი დიდი რაოდენობით. შესაბამისად შემიძლია 1 რამის თქმა ჩემი გამოცდილებიდან:
ფიფა 2008 წლამდე იყო "ნაგავი" სრული ამ სიტყვის გაგებამდე. 1998 წლის ფეხბურთი ბევრად ჯობდა 2001 წლის ფეხბურთს, შემდეგ 2002-ში გამოუშვეს სრულიად შეცვლილი ფიფა, დიდი შტანგებით და სასწაულად ცუდი გეიმფლეით. ამის შემდეგ 2003-ში კიდევ შეცვალეს ძირფესვიანად გეიმფლეი + გრაფიკა. 2007 წლამდე ხვეწდნენ 2003 წლის ვერსიას. ამ წლების განმავლობაში ფიფა ნამდვილად არ ვარგოდა, არ ვარგოდა გეიმფლეი, არ ვარგოდა ბურთის ფიზიკა, არ ვარგოდა რეალიზმი, მომენტები მეორდებოდა, თამაშისას ხვდებოდი, რომ ეს იყო კომპიუტერული თამაში და რაღაცნაირად შეზღუდული იყავი.
2008 წელს ფიფამ ნამდვილად გადატრიალება მოახდინა ფეხბურთში და მისი პროდუქტი ნამდვილად აღარ იყო "ნაგავი" პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო თამაში აღმოჩნდა. 2009 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ფიფა სერიოზულ განაცხადებს აკეთებდა და 2011 ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთი იყო. შესაბამისად ვერავინ იტყოდა, რომ ან პესი ჯობდა ან ფიფა, მხოლოდ შესაძლებელი იყო კონკრეტულ კომპონენტში ამ ორი პროდუქტის შედარება.
თუმცა არსებობს ერთი ფაქტი და ეს ფაქტი 1996 წლიდან მოყოლებული, ფაქტადაც დარჩა.
ფიფა არის უფრო გასართობი ხასიათის თამაში, უამრავი ლამაზი ელემენტით მენიუში, ძალიან საინტერესო კარიერის რეჟიმებით და ა.შ. თვითონ ფიფამ განაცხადა 2010 წელს ოფიციალურ ინტერვიუში, რომ მათ დღემდე ქონდათ პრობლემები ბურთის ფიზიკასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პესს, ეს არის ბევრად უფრო რეალური, დახვეწილი გეიმფლეით, დახვეწილი ბურთის ფიზიკით. მართალია უამრავი მინუსი აქვს პესს, მარა პესის მოთამაშეებს არ აღელვებს ლიცენზირებული ლიგების არ ქონა, ლამაზი მენიუ, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე მასტერ ლიგა და ა.შ. ჩვენთვის მთავარია 2 კაცზე თამაში! გვერდიგვერდ, ჯოისტიკებით ან კლავიტურით, როცა ხარ შესული მურამში და მოდის ემოციების ზღვა! ამ შემთხვევაში ჩემი აზრით პესს ნამდვილად არ ჯობია ფიფა.
ვიცი, რომ ბევრი არ მეთანხმება. მიუხედავად იმისა რას ფიქრობთ, გთხოვთ ამ თემაში ნუ დაიწყებთ ფიფას და პესის ერთმანეთთან შედარებას. რადგან ამ ორი ნამდვილად საუკეთესო თამაშის ერთმანეთთან შედარება არის ბავშვური და ყოველგვარ ჯანსაღ აზრს მოკლებული! ეს იგივეა, რომ შეადარო ერთმანეთს ყოვლად ბანალური და ყოვლად გაცვეთილი ბმვ და მერსედესი!
წინა თემის მპოსტავებიპოსტებიდაე დიადი KONAMI ფარავდეს ამ დიად საფეხბურთო სიმულატორს და ისმოდეს ქებაი და დიდებაი ამა თამაშისაი!!! © lashakilaგაითვალისწინეთ!!! ამ პოსტში არ წერია ყველაფერი და რა თქმა უნდა კიდევ უამრავი საკითხი განიხილება ამ თემაში! როცა გადაწყვეტთ კითხვის დასმას ჯერ გადაიკითხეთ ეს პირველი პოსტი, შემდეგ თემის ბოლო 10 გვერდი და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვა!
- აუ ბრატცი საინსტალაციო დამიგდეთ და ბარემ პატჩის ლინკიც, წინასწარ სპასიბა - მსგავს პოსტებს ძირითადად ხვდებიან უარყოფითად და კითხვის დამსმელიც ვერ იღებს პასუხს!
ყველა ის ადამიანი ვინც ამ თემაში აქტიურობს, კეთილი ნებით ეხმარება სხვას, თქვენც თავი შეიწუხეთ და მოძებნეთ კითხვაზე პასუხი, თუ ვერ იპოვით, მხოლოდ მას შემდეგ დასვით აქ!ესეც ჩემგან საჩუქარი, როგორც ყოველთვის


პოსტი დაწერილია 2011 წელს ჩემს (
BakoLine) მიერ, (ჩასწორებულია 2012-ში) და მასში დიდი წვლილი შეიტანეს:
wilkinson, Beck_Kelly თუ ვინმე გამომრჩა მითხარით და შემდეგზე ჩაგამატებთ

გთხოვთ, თუ ვინმე სხვა გახსნის მორიგი პესის თემას, აუცილებლად მიუთითეთ იმ ხალხის ნიკები, ვინც იწვალა ამ თემაზე და დამიკავშირდით PM-ით და მოგცემთ ამ პოსტის ტექსტურ ვერსიას!
ჩვენ არ ვაგებთ ამ თემაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხს თუ ვინმეს გაუფუჭდება კომპიუტერი, დაკარგავს ფულს ან განიცდის ნებისმიერი სახის ზარალს მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს
