მცხეთაში ავტოავარის შედეგად სამხედრო ექთანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პიკაპის ტიპის ავტომობილის მძღოლმა მცხეთის ხიდთან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში კიდევ 2 სამხედრო პირი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
VIDEO: პირველი კადრები მცხეთიდან, სადაც მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში სამხედრო ექთანი დაიღუპა
მაშველებმა ავტომობილის ამოყვანა მდინარიდან უკვე მოახერხეს.
როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
http://www.ambebi.ge/semtxveva/184261-mckh...ro-eqthani.htmlპირველი კადრები მცხეთიდან
http://www.palitratv.ge/yvela-video/akhali...-adgilidan.html