(იქამდე იყო 9 აპრილი , როცა საშიმშილოდ დავსხედით პირველი კურსის სტუდენტები და ჩემი თანატოლები თვალწინ ამიჩეხეს

სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სასტიკად მომწამლეს ღორებმა , რასაც დღემდე ვუმკლავდები )
მაშინ როცა თბილისში ბნელი და უკუნი იდგა , ჩემი ქმარი ნავთის და ბენზინის ბიზნესში იყო და საკამოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა , გარდა იმისა რომ ნავთქურაში ნავთი არ გამომლევია და სტამბულში ნაყიდი სამი ნავთქურა მქონდა სახლში , 4 სხვადასხვა კაბელი მქონდა შემოყვანილი თავისი "რუბილნიკებით" , აგარაკიც მქონდა, "დვიჟოკიც" მქონდა, აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორიც, რომელსაც ეზოში ვდგამდი თუ 7 საათზე იზაურას დროს დენს არ ჩართავდნენ და მთელი უბანი აქ იკრიბებოდა........
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მაკლდა , რამოდენიმე მანქანა იჯარით მქონდა გაქირავებული, ორი "ბუტკაც" მქონდა პლეხანოზე და ვარკეთილის მეტროსთან, გადავწყვიტე უსამართლობასთან მებრძოლა და თანამოაზრეებთან ერთად გზების გადაკეტვა დავიწყე ელექტროენერგიის მოთხოვნით, პირველი საბურავიც სამთავრობო გზაზე დავწვით და ერთი საათით მივიღეთ დენი ............
მაშინ გავედი ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ , როცა მიშა ედუარდის გუნდში იყო , მაშინ ვებრძოდი ედუარდის ცოლის დაქალებს, რომლებიც გამგეობებში სოცგანყოფილებებს კურირებდნენ და უმწეოებისთვის გამოყოფილ მიზერულ ფულს ინაწილებდნენ , მაშინ გავედი უსამართლობასთან საბრძოლველად , როცა მოქალაქეთა კავშირის წევრები ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ედუარდის გუნდში......
ცოტა ხანში კი ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია დაჯი ჯინჭარაძესთან , ია ფხოველიშვილთან და სხვა ჩემს ახლობლებთან ერთად ......
მერე მიშა წავიდა ედუარდის წინააღმდეგ და იმ რეჟიმის წინააღმდეგ , რომელსაც მე ვებრძოდი........ მერე ვანომ მითხრა რომ ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მოდი გავერთიანდეთო, დაფუძნდა პარტია და საცხოვრებლის მიხედვით ისნის რაიონის ორგანიზაციაში დავიდე ბინა

ცოტა ხანში მიშამ ჩამაბარა თბილისის მასშტაბით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, მოგვიანებით კი 30- მდე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "პრეზიდენტად" ამირჩიეს , შემდეგ იყო საკრებულოს არჩევნები და შევედი საკრებულოში სოც. საკითხთა ექსპერტ კონსულტანტის სტატუსით , ნახევარი საკრებულოს შენობა იყო ჩამოშლილი და ერთ პატარა კაბინეტში 3-4 დეპუტატი იჯდა .... მე კი ფოიეში პრემიერ ქურხულის კაბინეტის წინ მდებარე ორ დიდ სვეტს შორის სახელდახელოდ კაბინეტი შემიკრა მიშიკომ და იქ განმათავსა

<3
შემდეგში საპენსიო ფონდის დირექტორობაც მანდო და იქედან "გამიყვანა" პარლამენტში ისნის რაიონიდან, ამის შემდეგ კიდევ ბერი რამ მანდო მიშამ და ვანომ, მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ ან არასდროს

ჰოდა რა მინდოდა ამით მეთქვა იცით?
ზუსტად ვიცოდი და საჯაროდაც ამბობდა მიშა, რომ "ბუტკებს "აიღებდა ' ელ მაფიას დაასრულებდა , ნავთქურები აღარ იხრჩოლებდა ...... მაგრამ მაინც მის გვერდით დავდექი, რადგან ყველაფერი გამაჩნდა სახელმწიფოს გარდა და ძალიან მინდოდა რომ მქონოდა ...
როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით , ჩემ ქმარს რასაკვირველია ნავთის ბიზნესი აღარ ჰქონდა, გაგიკვირდებათ და ჩემი ორივე "ბუტკა"-ის აღების "სპეცოპერაციაში" თავად მივიღე მონაწილეობა, როგორც სხვა ჯიხურების აღების "სპეცოპერაციებში"
მას შემდეგ არანაირი ბიზნესი არ გვქონია ოჯახს და ხელფასზე ვცხოვრობდით , გვქონდა კრედიტები როგორც ყველას , ვიხდიდით კრედიტებს არცთუ ისე მაღალი სახელფასო შემოსავლებიდან , სანამ ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან არ გამომაგდო (მოსვლისთანავე გამომაგდო მეც და ჩემი ქმარიც , ოღონდ ის სხვა სამსახურიდან

) დავრჩით ორი სტუდენტი შვილით სრულიად უსამსახუროდ, უპერსპექტივოდ და კრედიტების ამარა , დავრჩით იგივე სახლში, რომელშიც მიშამდე ვცხოვრობდით და ბევრი სხვაც არაფერი გაგვაჩნია, ბიძინას მოსვლადმე არცერთი თეთრი პრემია არ ამიღია და არავითარი სიკეთით არ მისარგებლია გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წუმპედან ამოათრია 9 წელმა <3
ჰოდა ამ სიკეთის შესანარჩუნებლად ვიბრძვი და სულ მარტოც რომ დავრჩე ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ეს ყოფილა ჩემთვის მთავარი !