აშშ-ის ვისკონსინის შტატში ხმებს ხელახლა გადათვლიან
13:44 27-11-2016
ამერიკის შტატ ვისკონსინში ხმების ხელახლა დათვლის ინიციატივას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობა უწოდა.
„ეს არჩევნებთან დაკავშირებით „მწვანეთა პარტიის“ მიერ წამოწყებული თაღლითობაა. არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ და არ შევიტანოთ მასში ეჭვი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა „მწვანეთა პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯილ სტაინიც გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1% მოიპოვა და ზოგიერთი უბნის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებულიც კი არ იყო.
ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიამ ხმების სრულად გადათვლაზე თანხმობა განაცხადა. განაცხადი ჯილ სტაინმა შეიტანა. მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ხმების ხელახლა დათვლას ვისკონსინის შემდეგ მიჩიგანსა და პენსილვანიაში ითხოვს.
ხმების გადათვლის დასაწყებად, აღნიშული პროცედურის ინიციატორმა ხარჯები თავად უნდა დაფაროს, რაც რამდენიმე მილიონ დოლარს ითვლის. ამ დროისთვის 5,3 მილიონი აშშ დოლარისთვის თავის მოყრა გახდა შესაძლებელი. სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისი იქნება ვისკონსინსა და პენსილვანიაში ხმების ხელახლა დასათვლელად.
ხმების გადათვლის პროცსი მომავლი კვირის ბოლოსთვის დაიწყება. ფედერალური კანონის თანახმად, ხმის დათვლის ყველანაირი პროცედურა 13 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
ჰილარი კლინტონის შტაბი ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ამომრჩეველთა კოლეგიის საერთო რაოდენობა 46-ს შეადგენს. ეს რაოდენობა ჰილარი კლინტონს ეყოფა იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს და პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/40...adathvlian.htmlbiggrin.gif
ჰილარიმ რო მოიგოს ეხლა biggrin.gif
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა