მოგეხსენებათ ზამტარია, ძველი კურტკა(თურქული) დამიძველდა და ახლის ყიდვა გადავწყვიტე
გავიარე ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში და იქ ვერ ავარჩიე ძაან ჩურკა-მურთხული იყო
მერე მიტხრეს რომ ყველა ჩინურია აქო, შესაბამისად წავედი გრანდმოლში სადაც იგივე სიტუაცია დამხვდა
ჩინური და თურქული პროდუქტითაა ბაზარი გაჭედილი, თურქული გასაგებია მაგრამ სად ჩინური ეეჰე

საბოლოოდ ვიყიდე ჩინური კურტკა 100 ლარად, თბილისში პეკინზე არ დავდივარ, ფირმა კურტკები კია მაგრამ 300 ლარიდან იწყება ფასები
გამოწერაც გამორიცხულია დღევანდელი კურსით 500 ლარამდე დაჯდება, თან რომ არ მომერგოს ??
ხოდა რა ხდება გამარკვიეთ რა, ნუთუ არ შეგვიძლია ჩურკა-მურთხული კურტკების შეკერვაც კი
ავიღოთ დავაპატენტოთ როგორ ჩინელები და თურქები შვრებიან, ოღონდ ჩვენი იყოს
დასაქმებისთვისაც კარგია, ვალუტის სიმყარისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვისაც
გადავიხდი 120 ლარს 100-ის მაგივრად, ოღონდ ქართული იყოს

პ.ს. გაპრავება ჩინელები იაფად კერავენ არ გამოგადგებათ
oligarhიმიტომ რომ მაგის მთქმელები აზრზე არ არიან რამდენად კერავენ ჩინელები კურტკას და რამდენით იმატებს ფასი სანამ პროდუქტი ჩინეთიდან გრანდმოლის დახლზე აღმოჩნდება

This post has been edited by Hermyon on 27 Nov 2016, 16:49