#49365294 · 28 Nov 2016, 15:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
archuk საბაზო პროდუქტები უნდა შეიძინო, ის რაც ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ და გამოგადგებათ, და თან მალე არ გაფუჭდება. მაგ: ხახვი, ნიორი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი... მწვანილი მაცივარში ერთი კვირა თავისუფლად ძლებს... ზეთი, კარაქი, ტომატის პასტა, შაქარი, ყავა, ჩაი, ფქვილი, მჭადის ფქვილი... ასევე, რასაც ძირითადად მიირთმევთ - კვერცხი, რძის ნაწარმი, ძეხვეულ-სოსისეული, ბურღულული - წიწიბურა, ჰერკულესი და მსგავსი...ლობიო... გაყინულ პროდუქტს თუ მოიხმართ - თევზი, ხორცი, ქათამი, გაყინული ფენოვანი ცომი, კონსერვები - ბარდა, სოკო, მწნილეული... დაახლოებით ასეთი სია უნდა შეადგინოთ თქვენი კვებითი მოთხოვნებიდან გამომდინარე... რაოდენობებს მიხვდებით ერთი-ორი კვირის მერე თვითონ...
|