Kakhaსწორეა
Hacker-ი. მაგ პროგრამას adobe acrobat -ი ქვია და სრულ ვერსიას მოყვება! რომელშიც წამკითხავიც და რედაქტორიც არის გაერთიანებული. ჯამში დისტილერი მარტო PDF ფაილებს აგდებს და თუ მერე რაიმეს შეცვლა გინდა შეგიძლია სრული Viewer-ით გაარედაქტირო!
Kakhaისე PDF მაგით არის კარგი რომ სურათი არ არის!. ტექსტი ტექსტად ინახება შიგნით, თავისი შრიფტის მონაცემებით! ვექტორი ვექტორად და სურათი სურათად! ეგ მართლა ერთიმხრივ უნივერსალური ფორმატია! ეგ ფაილი სურათი იმის მერე გახდება რაც PhotoSop-ში შეიტან ან რომელიმე დასაკაბადონებელ პროგრამაში, უფროსწორედ PotoSop-ის გარდა სხვა პროგრამები პრევიევს გიჩვენებენ როგორც 72 პიქსელიან სურათისას მაგრამ ბეჭდვისას უშვებენ სრულყოფილ ვექტორულ ფაილს. იგივე პონტს რაც Corel Drow-იდან გაგიშვია, თავისი ფერდაშლით და ყველა ნავაროთით! ეგაა რომ ყველამ მაგის პრიკოლები არ იცის და იციან მარტო მისი კომპრესიის შესაძლებლობა! ამიტომ ძირითადად PDF ფაილებს სურათები შავთეთრი აქვს JPG კომპრესიით 72 პიქსელზე! თუმცა ახალ Acrobat-ს 5.0 აქვს რამოდენიმე ვერსია PDF ფაილის შენახვისა!
Screen
ანუ სურათები შეკუმშული, შეიძლება ფერადიც იყოს მარა მარტო 72 პიქსელი, შრიფტები თუ გაქვს გამოყენებული არასტანდარტული სხვა კომპზე ვერ წაიკითხავ . მაგრამ საკმაოდ პატარა გამოდია ამ დროს დოკუმენტი!!!
Print
ცოტა კარგია და პოლიგრაფიასთან მიახლოვებული. სურათები ინახება 300 პიქსელში CMYK-ის გათვალისწინებით. ითვალისწინებს ფონტების შიგ ჩამატებასაც, მაგრამ სურათებს ძლიერ JPG კომპრესიას უკეთებს. მოცულობა იმდენად იზრდება რომ ინტერით საკმაოდ რთულდება ტრანსპორტირება!
Press
პრაქტიკულად PS ანუ პოსკრიპთან მიახლოვებულია! ყველაფერი იგივეა რაც Print პროსტო სურათები ნაკლებად კომპრესირდება რის გამოც PDF ფაილის ზომა საგრძნუბლად იზრდება!
E-Book
ადობეს მიერ თავს მოხვეული პონტია! ვითომ და სხვა რაღაცაა ეს და არა PDF ცდილობდნენ ელექტრონული ბიბლიოთეკების გაკეთებას საავტორო უფლების დაცვით და ისე გაკეთებას რომ მარტო იმ პიროვნების კომპზე გახსნილიყო დოკუმენტი ვინც მასში ფული გადაიხადა! ანუ სხვადასხვა კომპებზე პრაქტიკულად არატრანსპორტირებადი იყო! მაგისთვის ცალკე პროგრამაც იყო გამოშვებული e-Book Reader. რუსმა ხარაკერისტებმა ჩაუშალეს გეგმები

ჯამში რათქმაუნდა შენთვითონ დააყენო დისტილერში სეტინგები შენებურად მაგრამ ეს ოთხი საკმაოდ ნორმალურია! და თითქმის ყველა პოლიგრაფიაში მომუშავე Press ვარიანტს იყენებს იმისათვის რომ PS ანუ პოსკრიპტ ფაილები შეამოწმონ. ანუ ყველაფერი ისე გადაეცა პროგრამიდან ფერდაშლის ფაილს როგორც საჭიროა თუ რაიმე გრეხი შიგნით გაიპარა! აი მანდ მაღტალია არა პრაქტიკულია მაგრამ საჭირო გახდა რედაქტორი, რომელიც უკვე სრულ ვერსიას მოაყოლეს!
SIOისე თუ არ გეზარება ასე 1 წლის წინ სრული მე-5.0 ვერსია osgf -ის საიტზე ვნახე უფასოდ ეგდო თავისი სარეგისტრაციო ნომრით! შეგიძლია მათი FTP-დან გადაქაჩო!
* * *
ერთს დავამატებ!
ეგ ჩამოთვლილი პონტები ძველ ვერსიებსაც აქვს მარა რაღა დროის მე-4.0 ვერსიაა და მითუმეტეს მე-3.0 ვერსია. მათი დრო ასე 7-8 წლის წინ იყო!!!