„გახსოვდეთ, როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით. კანონი არ არეგულირებს ამ ტიპის ურთიერთობებს“ – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს. მისივე თქმით, დაუშვებელია სესხის ამოღების მიზნით მოქალაქის შევიწროება.
ზურაბ კუკულაძე ინტერვიუში იმ მომხმარებლების შესახებ საუბრობს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოქალაქეებს სხვადასხვა რაოდენობით სესხებს სთავაზობენ.
„დაუშვებელია სესხის ამოღების მიზნით მოქალაქის შევიწროება. ამ ქმედებას მორალური ტერმინით შეიძლება ფსიქოლოგიური ტერორი ვუწოდოთ, მაგრამ იურიდიულად ეს მუქარა და შანტაჟია. ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ხანია ითხოვს, მკაცრად გაიწეროს, რისი უფლება აქვთ ამ კომპანიებს. პრობლემური სესხების მართვის ბიუროები მსესხებლებს უგზავნიან წერილებს მუქარით, ბინას დაგიცლით და ასე შემდეგ. არადა, ამის უფლება მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს, ისიც სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის, ვინც სახლის წართმევით გემუქრებათ, ამის უფლება არ აქვს. მას შეუძლია გიჩივლოთ, დანარჩენს კი მოსამართლე გადაწყვეტს“, – აცხადებს ზურაბ კუკულაძე.
http://kvira.ge/296880
მიმაგრებული სურათი