#49366727 · 28 Nov 2016, 18:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს ეს შეკითხვა, შეიძლება შეუსაბამოდაც და დამაბნეველადაც, მაგრამ მაინც გავხსნი თემას. ზოგადად ევროპულ ენებში "ეშმაკის" სახელი (Devil, Diablo, дьявол) მოდის ბერძნული "დიაბოლოსიდან" რაც "ცილისმწამებელს" ნიშნავს. თავად "დიაბოლოსი" არის "სატანას" თარგმანი სეპტუაგინტაში ("სატანა" ებრაულად "მტერს", "მოწინააღმდეგეს" ნიშნავს). ყოველი შემთხვევისთვის ეს ტერმინი გავრცელდა ქრისტიანობასთან ერთად, როგორც ღვთის (კეთილი საწყისის) მთავარი მოწინააღმდეგე არსების აღმნიშვნელი ტერმინი.
ქართველებისთვის კეთილი საწყისის მთავარი მოწინააღმდეგის ცნება მანამდეც იყო ცნობილი მაზდეანობიდან, სადაც აჰურა მაზდას მთავარი მოწინააღმდეგე იყო აჰრიმანი. თუმცა ქართულ ენაში ამის აღმნიშნვნელ ტერმინად გადმოვიდა "ეშმაკი", "ეშმა", რომელიც იყო მრისხანების დემონი, დევების არმიის ერთ-ერთი მხედართმთავარი და აჰრიმანის ერთ-ერთი სუბორდინატი.
უბრალოდ მაინტერესებს, რატომ გადმოვიდა ქართულში არა თავად "აჰრიმანი", არამედ მისი ერთ-ერთი სუბორდინატის სახელი, როგორც ბოროტი ძალის აღმნიშვნელი მთავარი ტერმინი.
--------------------
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush "You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush "გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104 "...ღვაწლი!..."© დაისი
|