#49372801 · 29 Nov 2016, 15:05  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         IG2006
  ვის რას სთხოვ, ეგ ვერ გავიგე მხოლოდ. უდანაშაულოს ჩასმა ჩვენთვის არახალია. ასე მაგალითად - საცოდავი გოგია რომ ჩასვეს ნინუების მკვლელობის ბრალდებით, ნინუების შვილი გოგიების მტერი არ გამხდარა, პირიქით, ითხოვდა, საქმე ნორმალურად გამოიძიეთო. გურამ შარაძის შვილიც, რატომღაც დაჭერილის გამოშვებას ითხოვს და საქმის ძიებაში დაბრუნებას. ტელევიზორში იყო ერთხელ, ერთი კარგი, კულტურული კაცი, ამბობდა, ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ზის ციხეში და მის გამოშვებას ვითხოვ, რადგან არ მსურს, ჩემი შვილის სახელით ამ ქვეყანაზე ასეთი საცოდაობა ხდებოდესო.
  სხვა მაგალითებიც ვიცი, ასე მაგალითად: ივა ჩიღვინაძეს ბრალდებოდა პოლიციელის დაღუპვა და მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის დედამ კარგად იცოდა, ჩიღვინაძე მაგ საქმესთან შუაში არ იყო, მაინც ამბობდა, რომ ჩიღვინაძის გამოშვება დიდი დანაშაული იყო, რამეთუ მისი შვილის სახელობაზე ვინმე  უნდა მჯდარიყო ციხეში, თუნდაც უდანაშაულო.
  ჭრელია ხალხი.
  ამას მივაბამ სამშობლოს სიყვარულის ამბავს, გვერდითა თემას გამოვეხმაურები - ჩამოთვლილ გასამართლებულებს რატომ, რა ნიშნით უნდა უყვარდეთ სამშობლო?  
  This post has been edited by eeelllooo on 29 Nov 2016, 15:09   
        
  -------------------- 
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან,  პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
  ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე. 
        
       |