სალამი!
2 წელია სეო არ მიკეთებია, უფრო სხვა მიმართულებით ვმუშაობდი. კარგი შემოთავზება მაქვს და ვფიქრობ დავთანხმდე თუ არა. კონკურენცია საკმაოდ დაბალია, თუმცა 1 თვის წინ 2 სატესტო საიტი გავაკეთე ამ ნიშაში და 3–4 გვერდებზე დამიინდექსა, მაგრამ თვეა პოზიცია არ შეუცვლია საერთოდ.
ვინც მუშაობს სეოზე ისევ რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს:
1. თუ დარენკეთ რამე ამ ბოლო პერიოდში და რა ვადებში ასახავს გუგლი შედეგებს?
2. ძალიან მოკლედ რა მეთოდებს იყენებთ?
3. რა შეცვალა გუგლმა ბოლო 2 წლის განმავლობაში?
4. ნებისმიერი კარგი რჩევა გამომადგება

წარმატებები და დიდი მადლობა წინასწარ!
ასევე ამ თემაში მიმოვიხილავ ამ 2 საიტზე გამოყენებულ მეთოდებს, პოზიციების ცვლილებებს, რა ვადებში რა შედეგები დაიდება და ა შ. კარგი იქნება საერთო სურათი მივიღოთ რა მუშაობს ისევ და რა აღარ. თუ ამყვება რამდენიმე სეოშნიკი მაინც, გავაგრძელებ წერას, თუ არა ეს თემაც ჩაიძირება ისევე როგორც დანარჩენი სხვა.
ვიწყებ ძველი გამოცდილებით:
ნიშა არის კონკრეტული სერვისი კანადასა და ამერიკაში.
ვიწყებ private network-ის კეთებას. ვგეგმავ გავაკეთო მინიმუმ 50 საიტიანი ქსელი და ეს 50 საიტი დავრენკო ჩემი ნიშის პატარა კივორდებზე (50–300 ძებნა, პირველ სამეულს სერპში მაქსიმუმ 15–25 ბექლინკი) მთავარი საიტის ლინკები დავდო ქსელის მხოლოდ იმ საიტებზე რომლების 1–5 გვერდამდე იქნება სერპში. ძირითადი საიტი ჯერ არ გამიკეთებია.
1. ავიღე ეგზაქტ დომენები (დავარეგისტრირე სხვადასხვა პერსონაზე, სხვადასხვა მაილით, პროქსით)
2. გავუკეთე 6–7 web2.0 საიტი უნიკალური სტატიებით და სხვადასხვა მაილით, ყველა web2.0 დავამატე ვებმასტერ ტულში (სხვადასხვა ექაუნთებზე, პროქსებით) დავაინდექსე ფეტჩით
3. საიტი გავაკეთე სუფთა html-ზე, მივიღე მაქსიმალური სიჩქარე pagespeedinsight-ში, დავამატე ვებმასტერში
4. საიტი დავამატე ლოკალ ბიზნეს დირექტორიებში რადგან სერვისის ნიშაა (არარსებული კომპანია, არარსებულ მისამართზე) უმეტესობამ დაიმატა
5. საიტი დავაინდექსე ფეტჩით. დამიინდექსა 3–4 გვერდებზე
1 თვე არ ვიყავი ქვეყანაში, ამ ერთ თვეში პოზიცია არ შეუცვლია. ვაგრძელებ მუშაობას. addmefast-ით ცოტცოტა სოციალ სიგნალებს ვუკეთებ (ვფიქრობ ამ კონკურენციაში და ნეტვორკის საიტისთვის საკმარისია) ხელით ვუკეთებ ლინკებს კონკურენტი საიტების სორსებიდან.
ჯერჯერობით სულ ესაა
ველი რჩევებს
გაგრძელება იქნება
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!