2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაა 3 713 804 კაცი, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731კაცი) ნაკლებია.
მოსახლეობის 86,8% ქართველია, 6,3% აზერი, 4,5% სომეხი, 0,7% რუსი...
მოსახლეობის 83,4 პროცენტს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმები 10,7 პროცენტს, ხოლო გრიგორიანელები 2,9 პროცენტს.
მოსახლეობის 26,7 პროცენტი უმაღლესი განათლების მქონეა,
სქართველოდან ემიგრირებულია 88,5 ათასი კაცი, მათ შორის 45,4 % მამაკაცია, ხოლო 54,6 % - ქალი.
ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში (21,7 %), საბერძნეთში (15,9 %)და თურქეთში (11,2 %).
რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.
თბილისის მოსახლეობა 1 108 717 კაცია.
საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 პროცენტს - ქალები.
საინტერესოა, რომ 0-4 წლის ასაკში მამაკაცების რაოდენობაა 132 700, ქალების - 122 400;
25-29 წლის ასაკში რაოდენობა თითქმის თანაბრდება. საპენსიო ასაკს მიღწეულებიდან კაცები ქალების 2/3-ს შეადგენენ, ხოლო 80 წელზე ზემოთ მამაკაცთა და ქალთა შეფარდება არის 2:1-ზე ქალთა სასარგებლოდ.
2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 2016 წელს ერი 2 წლით დაბერდა.
რეგიონულ ჭრილში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლის (35,6 წელი), ხოლო ყველაზე მაღალი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი).
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: წლოვანების მხრივ აღწერა ისეა ჩატარებული, რომ საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა რაოდენობა ზუსტად ვერ შეფასდეს.
http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 29 Nov 2016, 16:06
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”