ასეთ პრობლემას წავაწყდი უკვე მეორედ.
paybox.ge ზე ონლაინ საკრედიტო ბარათით გადავიხადე გადასახადი.
არ ჩაირიცხა. ნუ პირველ ჯერზე იყო 25 ლარი. დავურეკე და გადმოგირეკავთო ... თავიც არ შეუწუხებიათ.
მერე ვერ მოვიცალე და გაატარეს ...
ეხლა უკვე ვცადე 50 ლარის გადახდა. ისევ არ გადაიხადა და მერე სხვანაირად გადავრიცხე.
სამაგიეროდ საკრედიტო ბარათიდან მომიხსნა 100 ლარი (102.56).
ვურეკავ ცხელ ხაზზე - მადლობთ, გადმოგირეკავთო. მევთქვი არა - დაგელოდები

მოკლედ ბოდიშები მომიხადეს და 4 დღეში უკან ჩაგირიცხავთო.
ვრეკავ მეორედ ორი კვირის მერე

სადაა ფული?
არ ვიცით სადაა, ტრანზექციის მცდელობის კოდი არ იძებნება და გაისეირნეთ, სუფთა ჰაერი ისუნთქეთო ...
რა უნდა ველაპარაკო ამათ გაუგებარია.
არადა ამონაწერში ჩანს რომ ფეიბოქსმა მომიხსნა თანხა.
არ ვიცი ფეიბოქს ისე გაუჭირდა რომ ტრანზექციებს ტეხავს .. თუ ვიღაც შიდა თანამშრომელი ტეხავს გადარიცხვებს.
სასამართოლშო სარჩელი აშკარად 100-ზე მეტი დამიჯდება

მაგრამ რამეს თუ ვავნებ ამ თაღლითებს გადავიხდი.
ღიირს ნეტავი ჩივილი თუ აზრი არ აქვს?
ბარათი არ მქონდა სამწუხაროდ დაზღვეული .. ეხლა დავაზღვიე.