ქართული საიტებიდან რომ დააკოპიროთ ვერა ?
http://sputnik-georgia.com/world/20161129/...i-gadarcha.html„მაშველების მონაცემების თანახმად, რომლებიც შემთხვევის ზონაში იმყოფებიან, 13 ადამიანი გადარჩა“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ 360 Radio Colombia-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილთა შორისაა საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები ალან რუშელი, მარკოს დანილო და ჯექსონ ფოლმანი, ასევე ბორტგამცილებელი ჰიმენა სუარესი და ბრაზილიელი ჟრუანლისტი რაფაელ ჰენცელი.
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი გადარჩა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ძლიერი წვიმისა და რთული რელიეფის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არიას 3 ფეხბურტელი - ჯექსონ ფოლმანი, დანილო და ალან რუშელი. გადარჩენილებს შორის ასევე საფეხბურთო კლუბის ფსიქოთერაპევტია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეხუთე გადარჩენილი ბრაზილიელი ჟურნალისტია.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მედია საშუალების ინფორმაციით, მგზავრებს შორის ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები იყვნენ. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.
http://www.epn.ge/?id=36267