საღამომშვიდობის კეთილო ხალხო.
ძალიან გთხოვთ, ვინც იცით - დამაკვალიანეთ.
ჩემი მეუღლე სწავლობდა ბათუმის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდა სიარულს, რაღაც დროით და დარჩა რამოდენიმე საგანი გასავლელი. ურჩიეს, ამ უნივერსიტეტიდან საბუთები გადაეტანა ხელოვნების უნი-ში.(ოღონდ, ეს ბათუმის დეკანატმა რატომ ურჩია ახლაც ვერ გამიგია). გადავიდა მობილობით "კულტურული ტურიზმის" პროგრამაზე, სადაც უღიარეს 76 კრედიტი და დანარჩენი - 164 აქვს გასავლელი.
რა შემიძლია გავაკეთო, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით გააგრძელოს სწავლა?
ახლა ითვლება ხელოვნების უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტად, მაგრამ ბათუმის უნი-ში გავლილი იმდენი საგნის კრედიტი დაეკარგა, რადგან ეს ვაბშე სხვა მიმართულებაა.
ამჟამად ვცხოვრობთ თბილისში, თუ არის შესაძლებელი, აქაურ უნივერსიტეტებში, ისევ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაჯდეს, ოღონდ ის კრედიტები ჩაეთვალოს.
მოკლედ, ხო გამიგეთ რაც მინდა და რისიც მიჭირს. :დ
მოდერ, იზვინიწე.. როგორც გავარკვევ საკითხს, მაშინვე მივხურავ.
თქვენ არ შეგაწუხებთ.