#49378935 · 30 Nov 2016, 10:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Robin Hood მაგ დასუფთავებაში მომუშავე რიგით მეეზოვეს ღამე რომ ამუშავებდნენ ერთ სმენაში 30 ლარი ერიცხებოდათ ზემოდან, არც პრემიები აკლდათ და ხელფასიც ნორმალური ჰქონდათ, ეხლა ღამე ვირებივით რომ ამუშავებენ ფულის მაგივრად კომპენსაციად დასვენების დღეს აძლევენ! პრემიები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და მაშინ რომ მაგათი ხელფასი მაგარ ხელფასად ითვლებოდა, დღეს თვიდან თვემდე ძლივსღა ყოფნით, დღეს მანდ სამსახურის დასაწყებად რიგში ჩადგომა და განცხადების დაწერა აღარ გყოფნის, ან ვინმე უნდა გყავდეს ზემოთ, ან ქრთამი უნდა მისცე რომ დაგაწყებინონ! ყველგან ეგრეა, უბრალო მუშად და ყარაულადაც რომ დაიწყო მუშაობა ვიღაცამ ხელი უნდა წაგახმაროს! საჯარო სამსახურში დასასაქმებლად ადრე თუ ტესტირებებში მიღებული მაღალი ქულები წყვეტდა, დღეს ეგ საერთოდ აღარ მუშაობს, ტესტირებას გადიხარ, იღებ მაღალ ქულებს და ამ დროს იგებ რომ შენ ჰაერში დარჩი და ისეთი მიიღეს რომელმაც ტესტირება საერთოდ ვერ ან არ გაიარა! ჩემმა მეუღლემ თბილისის მერიაში მისაღები ტესტირებებში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა და გარეთ დარჩა, სამაგიეროდ სამსახური დაიწყო გოგომ, რომელიც მოსვლისთანავე პირზე ღიმილით მიესალმა ყველას დასანახად კომისიის წევრებს და მე ამან და ამან გამომგზავნაო, კომისიის წევრებიც დაუტკბნენ და დაულბნენ, ალბად კუდი არ ჰქონდათ თორე ქიცინს დაუწყებდნენ! შედეგი ის დადგა რომ ეხლა ის გოგო მერიაში 1000 + ხელფასზე ზის, ჩემი მეუღლე კიდე რომელმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა უმუშევარი დარჩა! არადა რომ შეესწრნენ მაგ კუდის ქიცინის ფაქტს ყველა ტესტირებაში მონაწილემ ჩაიქნია ხელი..
--------------------
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული? - "თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა" ჯორჯ ორუელი
|