“ტუჩებ დაბერილი კახი კალაძე გამომეცხადა სანტა კლაუსის ფორმით“- ეს განცხადება, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა. ნათელაშვილი დღეს ენერგეტიკის მინისტრის მიერ სანტა-კლაუსის ფორმაში მოსახლეობისთვის საჩუქრების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "პრიორიტეტებში" 2016 წელს ხელისუფლების მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ არა მხოლოდ 2016 წელი, არამედ განვლილი ოთხი წელი იყო "ჟამი მაიმუნის მეფობისა".
ნათელაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას სჭირს პოლიტიკური შიდსი. “ლეიბორისტების” ლიდერი ამბობს, რომ სახელმწიფოს იმუნიტეტი დაკარგული აქვს, რადგან ქვეყანას ფარული კონსპირაციული ლიდერი მართავს.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=79167