#49387137 · 1 Dec 2016, 11:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მაქვს აუქციონზე შეძენილი ორი ქონება (სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით).
ორივე მდებარეობს კახეთში.
ორივე უკვე გაფორმებულია ჩემს სახელზე რეესტრში.
მე აქ მაცხოვრებლებს შევთავაზე ის მინიმალური თანხა დაეფარათ, რომ მიმეცა უკან ეს სახლები და მივეცი გონუვრული ვადა რომელსაც გადააცილეს კიდეც არც მეხმიანებიან, ტელეფონს და ჩემ ზარებს არ პასუხობენ და მოკლედ ისე იქცევიან გეგონება მე დამეკარგოს სახლ-კარი, მას შემდეგ გავიდა თითქმის 10 თვე.
1) პირველ ქონებას რომელსაც 31000 ლარი ქონდა შეფასება, შევთავაზე ოჯახს დაეფარა 5000 ლარი, როცა მათი ვალი გაცილებით დიდი იყო ამ თანხასთან შედარებით, რომ გარეთ არ დარჩენილიყვნენ მაგრამ არანაირი პატივისცემა ან ყურადღება მათი მხრიდან.
2) მეორე ქონებას 27000 ლარიანი შეფასებით, რაც შეეხება ისიც სრული უპასუხისმგებლო ადამიანი ჩემ ხმას რომ იგებს ტელეფონზე აღარ მპასუხობს. 4000 დოლარი ვალი ქონდა და ყოველთვე მარტო პროცენტს 250 დოლარს იხდიდა, მე რომ შევიძინე ეს ქონება აუქციონზე უთხარი დაეფარა 3500 დოლარი და არანაირი პროცენტი აღარ მინდოდა.
მაგრამ ავადმყოფი საწოლშიო და მართლა ესე ყოფილა ეს. ვაცადე თანხაზე შეუთანხმდი რამდენიც აწყობდათ, მაგრამ ვერ დაინახეს სიკეთე, მერე ვიღაცა გამოვარდება და იტყვის საწყალი გარეთ დატოვაო, საწყალი კი არა ასეთი ადამიანი ღირსიცაა რომ ასე მოექცე.
მოკლედ გადავწყვიტე ავიყვანო ადვოკატი ვინც ამ ჩემს საქმეებს მიხედავს და ბოლომდე მიიყვანს, რომ ძალადობის გარეშე ოფიციალურად საბოლოოდ გამოასახლონ და გაასუფთაონ ეს სახლები.
შემეხმიანოს იურისტი, რომელსაც ქონია გამოცდილება ამდაგვარი საქმეების წარმოების და ანაზღაურებაზეც შევთანხმდებით.
ველი გამოხმაურებას!
|