#49402844 · 3 Dec 2016, 06:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დარჩეს პოლიტიკაში.
რეალურად ეს ისედაც ასე რჩება (და ძაანაც კარგი).
საზოგადოებრივ პოლიტიკური საკითხებია ყველაფერი, რაც ხალხის ინტერესს იწვევს.
თემის სხვა განყოფილებში გადატანა ხდება არა სწორი ორგანიზების, არამედ თემის ავტორის მიმართ მათრახის გადატყლაშუნების მიზნით. თუ თემის ავტორის მიმართ მოდერს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, თემა რჩება პოლიტიკაში (რაც , ვიმეორებ, კარგია) და ბუნებრივი განვითარებით ილექება 38-ე გვერდს იქით, ოღონდა მას შემდეგ რაც პოლემიკა შედგება (რაც ასევე კარგია)
მოდით ბატონო პოლიტიკოსნო და უფალო მოდერნო, მივიღოთ წესად, რომ პოლიტიკიდან ნუ გადავაგდებთ ნურცერთ თემას, სანამ ის ინტერესს იწვევს. და თუ ინტერესს არ იწვევს, ხო ისედაც ჩაქრება ერთ დღეში.
რეგულაცია მესმის რო საჭიროა. მოდრეს კვერთხი უნდა ეჭიროს და ყოველგვარი მაიმუნობა, რომელიც პოლიტფორუმს ხარისხს დაუგდებს და ინტერესს დაუკარგავს, უნდა ცენზურირდეს. მაგალითად თუ ვინმე რამეს არეკლამებს, სექსუალურ ფანტაზიებს იხდენს, ან ყველას წინააღმდეგ კოპროლალობს, უნდა აღიკვეთოს და მოიშთოს მათი თემები. მაგრამ ყველა სხვა საკითხი, რის მიმართაც ხალხს ინტერესი აქვს, დ ა რ ჩ ე ს პოლიტ ფორუმზე. არათუ სხვა განყოფილებების, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებიც დ ა რ ჩ ე ს ფორუმზე, ანუ პოლიტიკაში.
მეთანხმებით?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|