დოდო გუგეშაშვილი ბედს ჟურნალისტიკაში ცდის
20:55 30.11.2016
დოდო გუგეშაშვილი ბედს ჟურნალისტიკაში ცდის. ამის შესახებ შევიტყვეთ ცოტა ხნის და დავუკავშირდით თავად დოდო გუგეშაშვილს, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია და უახლოეს დღეებში ნათელი მოეფინება მთელ რიგ დეტალებს.
„გადავწყვიტე, ბედი ვცადო ჟურნალისტიკაში. მინდა ვიყო იქ, სადაც ჩემ ქვეყანას ვჭირდები. საუბარია ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ არხზე(მალულად გეტყვით რომ ხელმძღვანელს ნიკუშა ქვია.ავტ), სადაც გავუძღვები პოლიტიკურ თოქ-შოუს. გადაცემაში საუბარი იქნება პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე უახლეს ისტორიაზე. ძალიან საინტერესო და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები გაჟღერდება. გარწმუნებთ, ბევრი გაოცდება. დეტალები თითქმის შეთანხმებულია ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან და პირველ ეტაპზე, ხელშეკრულება გაფორმდება ოთხი თვით. საკმაოდ ამბიციური გეგმები მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. უახლოეს დღეებში გაცნობებთ დეტალებს“ — განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ესაუბრა ელენე კიკნაძე
პს
მაგარი გასხმები იქნება