"საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა" - ფედერიკა მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე
დღეს, 15:28
http://rustavi2.com/ka/news/62613ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, რათა მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეძლონ. მოგერინი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული.
"ამ პროცესის დასაწყისიდან ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაცია არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვართ ერთ მხარეს, პრემიერმინისტრთან და ევროპელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, რადგან ახლა საკითხი პარლამენტსა და საბჭოს ხელშია, რომ პროცესი დაასრულოს. ახლა არა გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპი, არამედ პროცედურების ბოლო ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე იქნება და ვიზალიბერალიზაციაზე ბოლო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ," - განაცხადა მოგერინიმ.