მახსოვს, მსგავსმა თემებმა აქ ხალხის ყურადღება მიიპყრო და ამიტომაც ჩემს იდეას გაგაცნობთ.
ვისაც მოგეწონოთ, თქვენი აზრი შემაშველეთ

ამ რამოდენიმე დღის წინ რომელიღაც არხზე იყო ანალიზი იმის, თუ რა უბედურებები მოჰყვება გლობალურ დათბობას.
იყო ნათქვამი, რომ მინიმუმ სამი გრადუსით აიწევს ტემპერატურა და ვისაც სიცხე აწუხებს, მინიმუმ ორასი მეტრით უნდა მაღლა აიწიოს ზღვის დონიდან. ნებისმიერი ტოტალური გამწვანებით და სხვა რეგულაციებით მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, მინიმუმ 1000 წელია საჭირო...
ვინც არ ვაპირებთ ათასი წლით გაჩერებას, ხომ არ გვემოქმედა? 

ახლა გადავავლე თვალი თბილისის ზღვაზე მიწის ნაკვეთებს და ბევრს უწერია 6$ გასაყიდი ფასი.
ანუ ჩვენ შეგვიძლია მაგ ფასში შევისყიდოთ ნაკვეთი და ერთიანი ძალებით გავაკეთოთ პატარა ლამაზი დასახლება.
10 კაცი და გავდივართ...
როგორ წარმომიდგენია?
კი ბატონო:
1. ვყიდულობთ ნაკვეთს თუნდაც ბანკის დახმარებით, მინიმუმ 15% წინასწარ უნდა გადავიხადოთ; თავისთავად უნდა შეგვეძლოს სხვა შემოსავლებით კრედიტის გადახდა. ანუ, თუ ვიყიდით 1 ჰექტარს, მინიმუმ 600 მეტრი დაგვრჩება საკუთრებაში. გარკვეულ ნაწილს მიწისას წაიღებს კომუნიკაციები, გზები, შემოღობვა და მინიმუმ 5 მეტრიანი გამწვანების ზოლი ღობესთან;
2. გამწვანების გარეშე ნებისმიერი დასახლება ბანძობაა. ნერგების ყიდვა ძვირი დაგვიჯდება. უნდა ირგვლივ დაირგოს საფარის მნიშვნელობის ხეები, რომ ქარმა ზედმეტად არ შეგვაწუხოს. ასევე შიგნით დეკორატიული მნიშვნელობით. მცირე გამყოფ ღობეებადაც გამოდგება და ასე შემდეგ. მე მაქვს გეგმა, რომლის მიხედვით ტერიტორიის გამწვანება მოხერხდება სამ წელიწადში. 
 2.1. პირველ რიგში უნდა გამოვიყვანოთ შესაბამისი ნერგები, რისთვისაც თითომ უნდა დავთმოთ 50 კვ/მ. ჯამში 500 კვ/მ. საკმარისი იქნება სანერგის მოსაწყობად. ვინც თავზე აიღებს სანერგეში ნერგების გამოყვანას და გაზრდას, ის 500 კვ/მ მანვე დაიტოვოს. (მე კონსულტაციას სიამოვნებით გავუწევ. პირადად მაგ საქმეს ვერ მივხედავ).
 2.2. დარგვა ჩენი ძალებით უნდა მოვახერხოთ.
3. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ ვინმე დაგვეხმარება ოფიციალური სტრუქტურებიდან წყლის გაყვანილობაში და ასე შემდეგ;
4. აუცილებლად უნდა გავარკვიოთ იურიდიული თემები. მიწის მოძებნა, გარკვევა დოკუმენტების, იქ ხომ არ არის მშენებლობებზე აკრძალვები და ასე შემდეგ. ამ საქმის მოსაგვარებლად ალბათ უპრიანი იქნება შევკრიბოთ 200-200 ლარი და ვინმე ვიქირავოთ.
რავი აბა. 
ჩემი აზრი ასეთია.
თუ ვინმეს უკეთესი იდეა გაქვთ, დადეთ. 
This post has been edited by omerta on 2 Dec 2016, 11:34