საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში, - ნათქვამია აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში.
პროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 375 ხმით დამტკიცდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აშშ მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას“.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...umtkicebia.htmlასევე
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული.
დოკუმენტს 375-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია თანხების გამოყოფა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. ეს შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, ვიდრე პენტაგონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით არ შეატყობინებს აშშ-ის კონგრესს იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შეწყვიტა „უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინისა და ნატო-ს წევრების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
აკრძალულია ასევე ნებისმიერი ქმედებების დაფინანსება, რომლებიც ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია 4.3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა „რუსეთის შეკავებაზე“. აღნიშნული თანხა გამოყოფილია „პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო დიპლომატიაზე“, ასევე ნატო-ს ფარგლებში მოკავშირეების და ევროპა და აზიაში აშშ-ის პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერაზე.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/40...krdzalulia.htmlესეც დედანი
https://www.congress.gov/bill/114th-congres...93312AC45129B01 National Defense Authorization Act for Fiscal Year 2017
მგონი არ უნდა იყოთ უკმაყოფილო