ჩემს მეგობარს აქვს ძველი ნეტბუქი sony vaio
ვერანაერად ვერ ვაყენებ ვინდოუსს.
XP ინსტალაციისას დისკის დაფორმატების მერე როცა იწყება ვინდოუსის ფაილების კოპირება იჭედება 9%-ზე, მიწერს რომ ვერ აკოპირებს ფაილს driver.cab. რომც გამოვტოვო ეს ფაილი იგივეს მიწერს დალშე ყველა ფაილზე.
ვიფიქრე თვითონ დისკის ბრალი იქნება მეთქი, იმიტომ რომ ცოტა დაჩხაპნილი იყო ზედაპირი.
შევცვალე დისკი თუმცა იგივეა ზუსტად... 9%-ზე ისევ იჭედება, და ისევ იგივე ფაილზე.
მერე კიდევ ერთხელ ჩავწერე ახლიდან ვინდოუსი სხვა ბრენდის დისკზე მარა ზუსტად იგივეს აკეთებს ყველა რაც კი ვცადე.
ამ ყველაფრის მერე აღარ მივეცი quick format და გავუშვი ჩვეულებრივი format-ით და საერთოდ ვერც იწყებს დაფორმატებას. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ველოდე 0% იყო სულ, სადღაც 10-15 წუთის მერე საერთოდ 1% რომ არ ქონდა წინსვლა გამოვრთე...
რა შეიძლება ვუშველო ამ ძველ მანქანას????

მიწერს ანალოგიურს რაც სურათზეა ოღონდ ფაილი არის driver.cab
enter-ით retry-ს აზრი არ აქვს არანაერი რეაქცია
This post has been edited by bobosha on 1 Dec 2016, 15:16
მიმაგრებული სურათი