ამხელა ფილარმონია ლიტერატურის განყოფილებაში ასეთი თემა უნდა იყოს მემგონი და მე პირადად, ვერ ვიპოვე. თუ არის, შემისწორეთ, მომეცით შენიშვნა, სადაც ღილები მაქვს, ყველგან ჭიპები გამიკეთეთ.
მაშდამე მეგობრებო, თურმე ნუ იტყვი და, ლიტერატურა, ამ შემთხვევაში მხატვრული ლიტერატურა, მიუხედავად იმისა რომ ხელოვნების დარგია და მისი შექმნის აქტი ერთის მხრივ შედგება ამოუცნობი, ჯერ კიდევ გაუანალიზებელი და არაცნობიერი პროცესებისგან, მეორეს მხრივ შეიცავს ტექნიკურ ელემენტებსაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელოვნების დარგი!
გადაირევა კაცი.
ბევრი ფიქრობს, რომ რადგან წერას ცივილიზებულ ადამიანს მცირე ასაკიდან ასწავლიან, წერის, როგორც ტექნიკური საგნის შესწავლა აქ მთავრდება და ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს გახდეს მწერალი, წერისას ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ შთაგონებას, რომელიც არ ვიცით რა არის და ნიჭს, რომელიც ძალიან მოუხელთებელი ცნებაა, მით უმეტეს ლიტერატურაში.
მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. თუ როგორაა საქმე, ზუსტად მაგის გამორკვევას და ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება ეს თემა.
არსებობს დიდი მასალა:
უამრავი წიგნი, რომელიც ეხება წერის ტექნიკის საკითხს, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შექმნილი ლიტერატურა.
როგორ უნდა "მოვათვინიეროთ" ჩვენი არაცნობიერი, რომელიც მუდმივად უარზეა დახმარება გაუწიოს საწყალ მწერალს.
როგორ უნდა გადავლახოთ "მწერლის ბარიერი" (სინამდვილეში ეს ტერმინი ქართულში არ არის დამკვიდრებული, ინგლისურად მაგას ეძახიან
writer's block - ს), ანუ ეგ ისაა მოკლედ, რომ ვერ წერ

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ დიალოგები.
როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი პერსონაჟები, რათა არ იყვნენ ისინი ორგანზომილებიანი, უინტერესო და კლიშეები.
და ა.შ. და ა.შ.
ასევე ამ თემაში შეგვიძლია დავფლოსტოთ ნებისმიერი ლიტერატურა/რესურსი წერის, როგორც პროცესის შესახებ.
ინტერვიუები მწერლებთან, რომლებიც ლაპარაკობენ თავიანთ წერის გამოცდილებაზე, ტექნიკაზე, პროცესზე.
მემუარები და ა.შ.
დაჟე ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოც შეგიძლიათ დაფლოსტოთ.
აგერ, დევიწყებ:
პირველ რიგში, ასეთი ლიტერატურა, რაც ზემოთ ვახსენე, მართლა ბევრია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ბევრია ისეთიც, ერთმანეთის იდეებს რომ იმეორებდეს, ზოგი არ დაგეხმარება საერთოდ, ზოგი სისულელეა და ასე, მაგრამ რაც მე მაგათში ვიქექე, მაინც წავაწყდი რამდენიმეს, რომელიც ჩემი აზრით, ღირს წაკითხვად.
სამწუხაროდ, ასეთი სახის წიგნები ქართულად არ შემხვედრია, ძირითადად აქ ალბათ დაიდება ინგლისური და რუსული რესურსები, სხვა ენებსაც სიამოვნებით მივიღებთ, ქართული თუ ექნება ვინმეს, მაგას არაფერი აჯობებს.
მოკლედ, უცებ, რაც გამახსენდა (ამჯერად მხოლოდ სახელებს დავწერ, რომლებითაც ადვილად შეგეძლებათ მოძებნა, თუ ინტერესი იქნა თემის მიმართ ლინკებსაც დავდებ და თუ ოც გვერდზე ავიდა, შეიძლება ყდის სქრინებიც კი დავდო ):
დამწყები მწერლებისთვის, რომელთაც არ იციან საიდან დაიწყონ:
dorothea brande - "becoming a writer"
Writing Fiction: The Practical Guide from New York's Acclaimed Creative Writing School - ძალიან პრაქტიკული რამე, ზედმეტი მეტაფიზიკის გარეშე.
Annie Dillard - Bird by bird - ეს ცოტა self-help წიგნის სტილშია, რაც მეზიზღება, მაგრამ ამასაც ეყოლება თავისი მუშტარი.
Stephen king - On Writing
ბრედბერისაც აქვს ესეების კრებული:
Zen in the art of writing - მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ იქნებ ვინმეს მოსწონს.
შემდეგ, წიგნები სადაც პირდაპირ წერაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ეხება ამბის სტრუქტურას:
Joseph Campbell - The Hero with a Thousand Faces - წიგნი რომელიც ამბობს, რომ, მარტივად თუ ვიტყვით - ყველა ამბავს ერთი სტრუქტურა აქვს და ამას ამტკიცებს მითების, ლეგენდების, რელიგიების დეკონსტრუქციის მეშვეობით.
Christopher Vogler - The Writers Journey: Mythic Structure for Writers - იგივე, მაგრამ უფრო მწერლებზე მორგებული.
და ა.შ. და ა.შ.
აბა, რას იტყვით?