http://www.newposts.ge/?l=G&id=126680-%E1%...%83%91%E1%83%90აშშ კონგრესმა, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, პენტაგონს რუსეთთან თანამშრომლობა აუკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის თანახმად, 2017 წელს აკრძალულია სახსრების გამოყოფა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. პენტაგონისა და რუსეთის სამხედრო ურთიერთობის თემას ბიუჯეტის კანონში მთელი თავი აქვს დათმობილი.
კანონში აღნიშნულია, რომ თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ "რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და აგრესიულ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანისი წევრებს".
მეორე პირობაა, რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეასრულება.
აგრეთვე აღნიშნულია, რომ აკრძალულია თანხების ხარჯვა ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ირიბად მაინც შეუწყობს ხელს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას "ყირიმში.
დოკუმენტში ასევე აკრძალულია რუსეთთან ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობა და 2027 წლამდე გაგრძელებულია რუსეთთან და ჩინეთთან ანტისარაკეტო სფეროში ინფორმაციის გაცვლა.
---------------------------------------------------------------------
ხვდებით რუსეთი რა შარშია გახვეული?
ეს ყველაფერი კი საქართველოსთნ ომით დაიწყო.
დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
This post has been edited by temart on 4 Dec 2016, 10:51